ასტროლოგები მიმდინარე კვირას განსაკუთრებულ პერიოდად მიიჩნევენ ზოდიაქოს 10 ნიშნისთვის. პროგნოზების მიხედვით, სხვადასხვა სფეროში — ფინანსებიდან პირად ცხოვრებამდე — მნიშვნელოვანი ცვლილებები და სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.
კურო — ამ კვირას ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მძლავრი შანსი ჩნდება. მოულოდნელი შეთავაზება ან ახალი შემოსავლის წყარო განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვინც ბოლო დროს სერიოზულ გადაწყვეტილებას ამზადებდა.
ლომი — ამ პერიოდში ლომები სხვათა ყურადღებისა და მხარდაჭერის ცენტრში აღმოჩნდებიან. მათი იდეები პოზიტიურ შეფასებას დაიმსახურებს, ამიტომ ახლა სწორი დრო მოვიდა საკუთარი შესაძლებლობების გამოსამჟღავნებლად.
მშვილდოსანი — მშვილდოსნებს მოულოდნელი სიახლე ელით, რომელიც განწყობას გარდაქმნის. ეს შეიძლება სამსახურს, ფინანსებს ან პირად ცხოვრებას შეეხებოდეს. დიდი ხნის დახურული კარი, სავარაუდოდ, ამ კვირას გაიღება.
თევზები — ის სურვილი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებოდნენ, ახლა სწრაფად ახლოვდება რეალობასთან. თევზებისთვის მოთმინების ნაყოფის მიღების დრო დადგა.
თხის რქა — ბოლო პერიოდის მონდომება და შრომა ამ კვირას შეფასდება. კარიერაში ან ფინანსებში ისეთი წინსვლა იგრძნობა, რომელიც სტაბილურობის განცდას მოიტანს. პასუხი დიდი ხნის მოლოდინის საკითხზე მოახლოვდა.
ტყუპები — შემთხვევითი შეხვედრა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ახალი ადამიანი საინტერესო შესაძლებლობას შესთავაზებს ან ფასეულ ინფორმაციას გაუზიარებს. ტყუპებს ურჩევენ, ნებისმიერ საუბარს ყურადღებით მოეკიდონ.
სასწორი — პირადი ცხოვრება ცვლილებების ზღვარზეა. მარტოხელები მალე საინტერესო ნაცნობობას შეიძენენ, ხოლო ურთიერთობაში მყოფები გაუგებრობებს გადალახავენ და პარტნიორთან ახლობლობა განახლდება.
მორიელი — ამ კვირას ბევრი რთული საქმე მარტივად მოგვარდება. ფინანსური ან პროფესიული სიახლე განსაკუთრებით სასიხარულო იქნება. მნიშვნელოვანია, შესაძლებლობა გამოჩენისთანავე გამოიყენონ.
ქალწული — ფინანსური სიურპრიზი მოსალოდნელია: ან მიავიწყებული თანხა დაუბრუნდებათ, ან ახალი შემოსავლის წყარო გამოჩნდება. ეს კი სამომავლო გეგმების განხორციელებაში ხელს შეუწყობს.
ვერძი — ახალი ეტაპი იწყება. ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ყოველდღიურობას ძირეულად შეცვლის. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა, რადგან წინ სერიოზული შესაძლებლობა ელოდება.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: რომელ 10 ზოდიაქოს ნიშანს ელის ფინანსური წარმატება და სიახლეები. 29 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კვირის-ასტროლოგიური-პრო-4/

