ვერძი
ამ კვირაში საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება და თანადგომა დასჭირდება. უარი არ თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იქნებით. დასვენება და პირადი საქმეები ყოველთვის შეიძლება გადადოთ, მაგრამ ახლობლების დახმარება – არა.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ სამუშაოს შესრულება განუსაზღვრელი ვადით არ გადადოთ, რათა შეუსრულებელი მოვალეობის განცდამ ხელი არ შეგიშალოთ შვებულებით სრულფასოვნად ტკბობაში. სწრაფად გაუმკლავდებით ყველაფერს და კვირის უმეტეს ნაწილს მშვიდად დაუთმობთ საკუთარ თავს.
ტყუპები
გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. დიდი ალბათობით, გაგიჭირდებათ თქვენი იდეის გადმოცემა, მაგრამ ახლობლები შეეცდებიან თქვენ გაგებას. კომუნიკაციის ეს პრობლემა არანაირად არ დაჩრდილავს თქვენს შაბათ-კვირას – ამ დღეებში დაგეგმილი ყველაფერი განხორციელდება და შეძლებთ სრულყოფილად დატკბეთ ნანატრი შვებულებით.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავისუფალი დღეები საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროთ. მოერიდეთ წყენასა და გაუგებრობაზე საუბარს, ახლა ამის გამოსწორების დრო არ არის. კონცენტრირება მოახდინეთ დადებითზე და გააცნობიერეთ, რომ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, სინამდვილეში წვრილმანია.
ლომი
საბოლოოდ გექნებათ შესაძლებლობა, დატკბეთ ცხოვრებისეული მცირე სიამოვნებებით და თავი დააღწიოთ დამღლელ სამუშაო პასუხისმგებლობებს.
ქალწული
თქვენი ცხოვრების ახალ ფაზაში შესვლის ენთუზიაზმით სავსე იქნებით, მაგრამ ახლა ძალიან აქტიურად არ უნდა იმოქმედოთ – ამან შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. დაუთმეთ ეს დრო უახლოესი მომავლის დაგეგმვას – ძალიან სასარგებლო იქნება პრიორიტეტების განსაზღვრა. საბედისწერო შეხვედრა შეიძლება შაბათ-კვირას მოხდეს.
სასწორი
კვირის პირველ დღეებში შეიძლება მცირე სევდა იგრძნოთ, მაგრამ ოპტიმიზმი სწრაფად დაგიბრუნდებათ. თქვენ მიიღებთ მოულოდნელ, მაგრამ ძალიან მაცდურ შეთავაზებას. ის შეიძლება ეხებოდეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროს, იქნება ეს კარიერა, პირადი ცხოვრება თუ ყოველდღიურობა. მაგრამ სანამ დათანხმდებით, დაფიქრდით – იქნებ ამ წინადადებიდან უფრო მეტი მიიღოთ, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
მორიელი
კვირის განმავლობაში შესაძლოა ახალი საინტერესო შეხვედრები გქონდეთ, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ ცხოვრებაზე. ამიტომ, არ გამოიკეტოთ ოთხ კედელში, დათანხმდით შეთავაზებებს, რომ დაესწროთ რაიმე ღონისძიებას და არ ინანებთ. კვირა დატვირთული და საინტერესო იქნება.
მშვილდოსანი
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ კრეატიული იდეების ნამდვილი გენერატორი. ასე რომ, ნება მიეცით თქვენს ფანტაზიას და არ შეგეშინდეთ სარისკო წინადადებების მიღების. თქვენ გარდა ვინ დაარწმუნებს მეგობრებს სახალისო თავგადასავალში და დაუვიწყარ დასვენებაზე? ყველაფერი თქვენს ხელშია, იმოქმედეთ და შეძლებთ ამ დღეების განმავლობაში შეავსოთ დაუვიწყარი მოგონებების ყულაბა.
თხის რქა
უცებ გახდებით ნამდვილი კრიტიკოსი. მოგეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები ყველაფერს არასწორად აკეთებენ და ნამდვილად სჭირდებათ თქვენი რჩევა. თქვენი ბევრი წინადადება ნამდვილად ღირებული იქნება, მაგრამ ისინი გაქრება გაღიზიანების ტალღაში, რომელსაც სხვები იგრძნობენ თქვენ მიმართ. კონცენტრირება მოახდინეთ საკუთარ თავზე და სჯობს არ გააკრიტიკოთ სხვები.
მერწყული
სამუშაოდან დასვენების ერთი კვირა გიბიძგებთ სპონტანური შესყიდვებისა და დახარჯვისკენ. ამიტომ ნუ დანებდებით იმპულსებს და ეცადეთ, ფრთხილად იყოთ ფულთან.
თევზები
ჯობია საოჯახო საქმეებს გაუფრთხილდეთ, საკმარისად დაგიგროვდათ. დამიჯერეთ, სახლში გაცილებით უკეთ გაატარებთ დროს, ვიდრე წვეულებებზე, სადაც საკმაოდ ხშირად დაგპატიჟებენ. გაატარეთ დრო მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომელთა ნახვაც ნამდვილად გსურთ.
მასალის გამოყენების პირობები