სააღდგომოდ კვერცხზე ფასი არ მოიმატებს. ამის შესახებ „კუმისის” დირექტორმა, გოგიტა მაისურაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პირიქით, ფასების შემცირებასაც შეიძლება ველოდოთ.
მისი თქმით, შესაძლებელია ფასების შემცირებაც, რადგან კომპანიამ საახალწლოდ და სააღდგომოდ ხანდახან ფასდაკლებებიც მოაწყო. „ფასების ზრდა არ იგეგმება. უფრო მეტიც, გარკვეული დღეების განმავლობაში ფასდაკლებები იქნება,“ – განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოში კვერცხის ადგილობრივი წარმოება ყოველწლიურად იზრდება. „ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება ზომიერად იზრდება, რაც დადებითად აისახება მთელ სექტორზე. სოციოლოგიური ანალიზი აჩვენებს, რომ კვერცხის მოხმარება ყოველწლიურად 5-6%-ით მატულობს, ხოლო საქსტატის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ერთ ადამიანს უფრო მეტი კვერცხი სჭირდება, რაც კარგია,“ – აღნიშნა გოგიტა მაისურაძემ.
შედეგად, „კუმისი“ აქტიურად მუშაობს ბაზარზე და ცდილობს, მაქსიმალურად შეუსაბამოს მზარდი მოთხოვნები კვერცხის პროდუქციას.