კვერცხი გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გავრეცხოთ, რადგან შესაძლოა, ქათამი სალმონელათი იყოს დაავადებული“ – ეკა ქურდაძე
კვერცხი მოხმარებაბამდე აუცილებლად უნდა გაირეცხოს. ტოქსიკოლოგმა აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად გაუფრთხილებლობით ხდება.
თითქმის მსოფლიოსაც არ აქვს გადაუდებელი შემთხვევების დროს ძალიან სწრაფად იმის ფინანსური რესურსი რომ ტოქსინებს იდენტიფიცირება მოახდინოს, იმიტომ რომ ტოქსინი ძალიან ბევრია და შეუძლებელია ყველას გამოვლენა. როცა პაციენტი შემოდის, თუკი აქვს ბაქტერიული გენეზი და მალფუჭებადი პროდუქტის არ ფიქსირდება, ამ შემთხვევაში ტოქსიკური კუთხით არის ვრცელი ჩამონათვალი. ყველაფერს თავისი სიმპტომები აქვს, მხოლოდ პირღებინება არ არის კლინიკური გამოვლინება. ექიმის კომპეტენციაზეა დამოკიდებულია სიმპტომებს ასოცირებას გაუკეთებს თუ არა კონკრეტულ ტოქსინებთან. ეს შესაძლოა იყოს ნიტრატი, სხვადასხვა შხამქიმიკატი, რომლითაც მოგვყავს ხილი და ბოსტნეული და სათანადოდ არ დავიცავით ჰიგიენის წესები, შეწამვლის ვადები და ა.შ.
ნებისმიერი ტოქსინის იდენტიფიცირებას სჭირდება ძალიან დიდი დრო. გვაქვს საერთაშორისო ლაბორატორიები, სადაც ვაგზავნით და ველოდებით პასუხს, მაგრამ მწვავე პერიოდში უნდა დავიწყოთ მკურნალობა და ბუნებრივია ამის პასუხს ვერ ველოდებით. ვიწყებთ სიმპტომების მიხედვით მკურნალობას და ექიმის კომპეტენციაზეა დამოკიდებული ყოველივე, პედიატრიულ ნაწილში განყოფილებაც კი არ არსებობს ტოქსიკოლოგიის კუთხით, რაც დიდი ტრაგედიაა საქართველოში“, – ამბობს ქურდაძე.
მისი თქმით, ტოქსინების რაოდენობა ბევრია, მათი იდენტიფიცირება კი რთული. ტოქსიკოლოგი ამ კუთხით ყურადღებას ამახვილებს ჰიგიენის წესების დაცვასა და საკვების მომზადების ტექნიკაზე.
,,ქიმიური ინტოქსიკაციების სიხშირე საკმაოდ მაღალია, მაგრამ მათი იდენტიფიცირება არც ისე ხშირად ხდება, დიაგნოზები რაც შედის ჯანდაცვაში დაუზუსტებელია, რადგან შეუძლებელია ყველა ნივთიერების იდენტიფიცირება და მიდის სიმპტომური მკურნალობა. იგივე შეიძლება ვთქვათ აფლატოქსინზე, შენახვის პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხოველური საკვები იქნება, მარცვლეული თუ თხილეული,
ჰიგიენის წესებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა, ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, კვერცხს რომ არ რეცხავს, ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა და მომზადების ტექნოლოგიაც. კვერცხი გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გავრეცხოთ, იმიტომ რომ შესაძლოა, ქათამი სალმონელათი იყოს დაავადებული და ის ბაქტერიები შესაძლოა გადმოვიდეს ჩვენზე. ისევე როგორც მწვანილისა და ბოსტნეულის ისე დამუშავება არ ხდება, რომ ნიადაგის ნარჩენები და პარაზიტები არ მოხდეს ჩვენს ორგანიზმში“, – განაცხადა ეკა ქურდაძემ.
ინფორმაციისთვის, 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები