კექსი გულსართით. სასიამოვნო კარამელის გემო, ნაზი ცომი და ზღვა გულსართი. მინიმალური ინგრედიენტები და ყოველთვის კარგი შედეგი.

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კექსი გულსართით ანუ მოხარშული შესქელებული რძით

დღეს ჩვენ გთავაზობთ კექსის რეცეპტს მოხარშული შესქელებული რძით. მაღაზიაში ნაყიდ მსგავს კექსებს ნაკლებ შესქელებულ რძეს უმატებენ, მას ცომი შეიწოვს და დიდად არ იგრძნობა. თქვენ კი შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიც გნებავთ და დატკბეთ კარამელის გემოთი. შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთი დიდი კექსი ან დაყოთ პორციებად, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ინგრედიენტები

200 მლ რძე

100 გრ შაქარი

- Advertisement -
Ad imageAd image

2 კვერცხი

100 გრ კარაქი

300-350 გრ ფქვილი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე

- Advertisement -
Ad imageAd image

მომზადება

გაადნეთ კარაქი, გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე, დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.

დაუმატეთ თბილი რძე, კვერცხი, ათქვიფეთ, თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.

დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაასხით ნახევარი ცომი, შუაში მოათავსეთ შესქელებული რძე.

დაასხით ზემოდან დარჩენილი ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით.  კექსები 20-25 წუთის განმავლობაში ცხვება.

 

 

შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთი დიდი კექსი ან დაყოთ პორციულად, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

გამომცხვარი კექსი გააციეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა, მორთეთ გემოვნების მიხედვით. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

კითხვის გაგრძელება #shenisupra

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კექსი გულსართით. სასიამოვნო კარამელის გემო, ნაზი ცომი და ზღვა გულსართი. მინიმალური ინგრედიენტები და ყოველთვის კარგი შედეგი.. 27 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კექსი-გულსართით/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi