კეფალონიაზე წელიწადში ერთხელ გველები იკრიბებიან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაზე, იონიის ზღვაში, ყოველწლიურად ერთი უჩვეულო მოვლენა მეორდება, რომელსაც ადგილობრივები სასწაულად მიიჩნევენ. მარიამობის წინა საღამოს მთებიდან შხამიანი გველები ჩამოდიან და იკრიბებიან სამლოცველოსთან, სადაც ხატი „გველის ღვთისმშობელი“ ინახება.

როგორც Primetime.ge იუწყება, გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას ოდესღაც ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობდა, რომელსაც მეკობრეები დაესხნენ თავს. როცა მათ ალაყაფი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ, მონაზვნების ნაცვლად შავი გველები დახვდათ.

დღემდე შემორჩენილი ტრადიციის მიხედვით, გველები ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან. მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში მრავალი სხვა ხატია განთავსებული, გველები მხოლოდ ღვთისმშობლის გამოსახულებისკენ მიემართებიან და მასზე გართხმულები რჩებიან მსახურების დასრულებამდე. ადგილობრივი რწმენით, თუ გველები რომელიმე წელს არ გამოჩნდნენ, ეს რთული და მძიმე წლის ნიშანია.

სრული ინფორმაცია: Primetime.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). კეფალონიაზე წელიწადში ერთხელ გველები იკრიბებიან. 1 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კეფალონიაზე-წელიწადში-ერ/

  გეკა გელაძე ჩინეთში აზერბაიჯანის სპეცსამსახურის მეთაურს შეხვდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi