სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოკედებით თეთრ სახლამდე - აშშ-ის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტი...

კედებით თეთრ სახლამდე – აშშ-ის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტი გახდეს

“მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს, მაგრამ არ ვიქნები უკანასკნელი”,- ასე მიმართა 2020 წლის არჩევნების შემდეგ კამალა ჰარისმა ამერიკელებს. ამ განცხადებიდან 4 წლის შემდეგ, კამილამ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადებით მიმართ ამომრჩეველს და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს გახდეს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი და ტრამპი დაამარცხოს.

საქმე ისაა, რომ გუშინ ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება. ახალ კანდიდატად კი დემოკრატებს კამილა ჰარისი შესთავაზა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მხარდაჭერის მიღება მისთვის დიდი პატივია.

„ჩემი მიზანია მოვიპოვო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატურა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო „დემოკრატიული“ პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად. არჩევნებამდე 107 დღე დაგვრჩა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.

ვინ არის კამალა ჰარისი

კამალა 1964 წლის ოქტომბერში კალიფორნიაში, კერძოდ კი ოუკლენდში დაიბადა. კამალა ჰარისის მამა ფერადკანიანი იამაიკელი იყო, დედა კი, ინდოელი დიპლომატის ქალიშვილი და კიბოს მკვლევარი. ჰარისის მშობლები ამერიკაში იმიგრანტები იყვნენ და სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს. ამიტომაც, როდესაც კამალა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ბაიდენმა, ბევრი მოწინააღმდეგე ამბობდა, რომ მას არ ჰქონდა ამ პოზიციის დაკავების უფლება, თუმცა, ფაქტია, რომ 56 წლის კამალა აშშ-ში დაბადებული და ამ ქვეყნის მოქალაქეა.

თუმცა, ის 12-დან 17 წლამდე კანადაში, კერძოდ კი მონრეალში ცხოვრობდა, ვინაიდან დედას იქ სამსახური შესთავაზეს იმ პერიოდში. ამ პერიოდს უკავშირდება კამალა ჰარისის პირველი აქტივისტობაც. 13 წლის იყო ის, როდესაც მის მეზობლად მცხოვრები ბავშვები შეკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა იმ წესების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ბავშვებს მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე გაზონზე თამაშის უფლება არ ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ეს აქცია წარმატებით დასრულდა.

კამალას იურიდიული განათლება აქვს, მან ჰასტინგსის კოლეჯში შესაბამისი ხარისხი 1989 წელს მოიპოვა. 1990–98 წლებში ჰარისი ძირითადად მუშაობდა ოუკლენდში პროკურორის მოადგილედ, მას მნიშვნელოვანი რეპუტაცია და აღიარება მოუტანა ისეთ საქმეებზე მუშაობამ, როგორიც იყო ჯგუფური ძალადობის, ნარკოტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის საქმეები. ამ ყველაფრის შემდეგ ჰარისი უკვე 2004 წელს ოუკლენდის პროკურორი ხდება. 2010 წელს კი კალიფორნიის გენერალური პროკურორი. მან ხმების დაახლოებით 1%-იანი სხვაობით შეძლო აღნიშნული პოზიციის დაკავება, შედეგად ის გახდა პირველი ქალი და ასევე პირველი ფერადკანიანი ამერიკელი, რომელიც აღნიშნულ პოსტზე დაინიშნა. ამის შემდეგ უკვე კამალა „პოლიტიკური დამოუკიდებლობის“ დემონსტრირებას ხშირად ახდენდა. მის, როგორც პროკურორის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება. ასე მაგალითად, 2013 წელს, მან უარი განაცხადა, სამართლის ნორმა ე.წ Proposition 8-ის დაცვაზე, რომელიც ერთი სქესის წარმომადგენელთა აკრძალვას ეხებოდა შტატში.

2017 წლის იანვრიდან კამალა ჰარისმა მუშაობა დაიწყო დაზვერვისა და იურიდიულ კომიტეტში. ის ცნობილი გახდა თავისი პროკურორული სტილით მოწმეების დაკითხვის პროცესში, რასაც რესპუბლიკელების მხრიდან კრიტიკაც მოჰყვა. 2017 წლის ივნისში განსაკუთრებული ყურადღება ჰარისმა მაშინ მიიპყრო, როდესაც ის ამერიკის გენერალურ პროკურორს ჯეფ სესიონს ჰკითხავდა. საქმე რუსეთის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხს ეხებოდა.

ცნობისთვის, ჰარისს მემუარებიც აქვს დაწერილი The Truths We Hold: An American Journey, რომელიც 2019 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

ჰარისი – ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი

კამალა ჰარისს სურდა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო. თავდაპირველად ის მიიჩნეოდა კიდეც ფავორიტ კანდიდატად და დებატებშიც დიდი ყურადღება მიიპყრო, თუმცა, 2019 წლის დეკემბერში რბოლას გამოეთიშა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად შეწყვიტა.

მიუხედავად ამისა, კამალა მაინც რჩებოდა პოლიტიკური მოვლენების სცენაზე. ის ყურადღებას ამახვილებდა სოციალურ-სამართლებრივ რეფორმაზე, განსაკუთრებით, 2020 წლის მაისში, პოლიციელის მიერ, აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით.

კამალას მაშინდელმა აქტივობებმა მისი ბევრი ისეთი მოწინააღმდეგე გააჩუმა, ვინც ადრე მას პოლიციის მხრიდან ძალადობის გადამეტების ფაქტების არასათანადოდ გამოძიებაში ადანაშაულებდა.

ამ პროცესების პარალელურად, დემოკრატები ჯო ბაიდენს მოუწოდებდნენ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ფერადკანიანი ამერიკელი ქალი დაესახელებინა, რადგან ქვეყანაში რასობრივი უსამართლობა მთავარ გამოწვევად იყო ქცეული. ასეც მოხდა – 2020 წლის აგვისტოში, ბაიდენმა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

ბაიდენის გამარჯვებისთანევე გაჩნდა პოლიტიკურ წრეებში და მედიაში პროგნოზი, რომ კამალა დღემდე პირველი ქალი ფერადკანიანი ვიცეპრეზიდენტი ასევე, შესაძლოა, 2024 წლის წლის არჩევნებში გახდეს აშშ-ის პირველი ფერადკანიანი ქალი პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს მედია წერდა: „მომავალი 4 წელი, მოდის პრესა ისაუბრებს არა მხოლოდ ჯილ ბაიდენზე, რომელიც პირველ ლედიდ მოგვევლინა, არამედ კამალაზე, რომელმაც გზა თეთრ სახლამდე კედებით გაიარა.

კამილას წარმატებული საქმიანობის პარალელურად, ხშირად ისმოდა კითხვა: ვინ არის ჰარისი? კარიერისტი თუ აქტივისტი? პრაგმატიკოსი თუ პროგრესულად მოაზროვნე? – წლებია უკვე ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს.

ამერიკული ვებგვერდი GovTrack-ი კამალა ჰარისს 100 ყველაზე ლიბერალურ სენატორის შორის ასახელებს. The New York Times-ი მას მოიხსენიებს როგორც პრაგმატიკოსს, ხოლო Fox News-ი მას რადიკალს უწოდებს.

ავტორი: ნანა ჩხაიძე „პრაიმთაიმი“

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი