კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან – ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს.
გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ამის შემდეგ გოგო თბილისიდან კახეთში, ბიჭთან შესახვედრად ჩავიდა. მოგვიანებით, გოგოს დედამ სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი შშმ პირი შვილი გააუპატიურეს.
საქმეზე სასამართლომ გუშინ იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიების სახით, ახალგაზრდა კაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობას.
დაკავებულის მამა აცხადებს, რომ მისი შვილიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, თუმცა შესაბამისი სტატუსი არ აქვს.
საქმეზე გამოძიება 137- ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). კახეთში 20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების მუხლით დააკავეს. 28 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კახეთში-20-წლის-ბიჭი-შშმ-პირ/
