ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკახეთში სამი ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

კახეთში სამი ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილსა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში სამი ახალი საჯარო სკოლა გახსნა.

მინისტრებმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მე-2 და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლებში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.

სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ასევე მოეწყო გარე მოედნებიც.

სოფელ ოზაანის ახლად აშენებული საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და სამშენებლო პროექტის ჯამური ღირებულება 3 000 000 ლარამდეა; სოფელ ზემო ალვანის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ჯამური ღირებულება 4 000 000 ლარამდეა; სოფელ საქობოს ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 5 000 000 ლარზე მეტია.

საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი 
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი