კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). კახეთში ავარიას კოალიცია “ცვლილებებისთვის” შტაბის წევრი ემსხვერპლა. 15 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კახეთში-ავარიას-კოალიცია/
