ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  დღეს მოწამე იაკინთეს ხსენების დღეა - რომელი კოდაკი იკითხება წმინდანის ხატთან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი