ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადღეს მოწამე იაკინთეს ხსენების დღეა - რომელი კოდაკი იკითხება წმინდანის ხატთან

დღეს მოწამე იაკინთეს ხსენების დღეა – რომელი კოდაკი იკითხება წმინდანის ხატთან

წმინდა იაკინთე X-XI საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წარმოშობით კესარიის კაპადოკიიდან იყო.

თვრამეტი წლისამ იმპერატორ ტრაიანეს (96-116 წლები) კარზე იწყო სამსახური.

ერთხელ, დიდი ნადიმისას, ხელმწიფემ “ღმერთთა” პატივად და მათთვის მორიგი მსხვერპლის შესაწირად რომ გამართა, იაკინთე ფარულად განმარტოვდა სალოცავად, რაც ერთ-ერთ მსახურს არ გამორჩენია და მყისვე დაასმინა.

ამ ამბავმა ისე განარისხა ტრაიანე, ნადიმის დასრულებას აღარ დაელოდა, მაშინვე ინება იაკინთეს შეპყრობა და კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა.

ყმაწვილმა წმინდა ჯვარი გამოისახა და იქით მოუწოდა ტრაიანეს, ჭეშმარიტი შემოქმედი მიეღო.

მთლად გაშლეგებულმა უსჯულომ ბრძანა, მისთვის ამ კადნიერი სიტყვების წარმომთქმელი ბაგეები დაეთეთქვათ, შემდეგ უმოწყალოდ ჩააწიხლვინა, პირი გააღებინა, რომ ნამსხვერპლი საკვები ძალით ჩაეყლაპინებინა, მაგრამ ამაოდ.

მაშინ მთლად ცოფქმნილმა იმპერატორმა ნადიმი დატოვა და ბრძანა, იაკინთე დილეგში გამოემწყვდიათ და ფეხები მძიმე ჯაჭვებით შეებორკათ.

მომდევნო დღეს ამფითეატრში, სამსჯავროზე, იაკინთემ ტრაიანეს განუცხადა:

– არანაირი მიწიერი არ აღემატება ჩემს უფალს და ეგ თქვენი მუქარა და სატანჯველიც არ მაშინებსო!

ჯალათებმა ისე უმოწყალოდ გვემეს, სიქა გასძვრათ, შემდეგ კი მუხის ხეზე დაკიდეს და ნეკნებიდან ტყავის აძრობა უწყეს.

იაკინთე კი ამას ეტყოდა იმპერატორს:

– ჰოი, ტრაიანე, თავადაც არ უწყი, თუ რამხელა სიკეთეს იქმ ჩემთვის! რაც მეტად დამტანჯავ, მით გაძლიერდება ჩემი რწმენა!

ნეტარი 7 საათს ტანჯეს, შემდეგ კი – კვლავ დილეგს უკრეს თავი.

იმპერატორმა ბრძანა, იაკინთესთვის არც საზრდელი მიეტანათ, არც – წყალი, ოდენ – ნამსხვერპლი ხორცი, მაგრამ მარტვილი ზიზღით უკუაგდებდა და ძალას ოდენ ლოცვით იკრებდა.

ოცდამეთვრამეტე დღეს დაცვის უფროსმა, ტყვედქმნილს ყოველდღე რომ უზიდავდა ნაკერპავ ხორცს, იაკინთეს დილეგიდან გამომავალი ნათელი იხილა, მოწამეს სახე არამიწიერად უბრწყინავდა, გვერდით კი ორი ანგელოზი ამოსდგომოდა.

შიშით თავზარდაცემულს საზრდელი ხელიდან გაუვარდა და ყოველივე მაშინვე ამცნო იმპერატორს, რომელმაც ჩათვალა, რომ ყოველივე ოდენ ჰალუცინაცია იყო და იაკინთე ახალ საწამებელს მისცა.

  წალენჯიხელი მარიამ ზარქუას შესრულებული „ჯეირანი“ სოცქსელებში აღფრთოვანებას იწვევს

მეორმოცე დღეს, როდესაც იაკინთეს ციხის მცველებმა იმპერატორთან წარსადგენად მიაკითხეს, მარტვილი გარდაცვლილი დახვდათ, მის გარშემო კი ანგელოზნი შემოკრებილიყვნენ, ხელში ანთებული სანთლებით…

ტირანმა ბრძანა, მოწამის სხეული გარეულ მხეცთათვის მიეგდოთ საჯიჯგნად.

ღვთის ანგელოზმა იაკინთეს ნათესავი, მღვდელი ტიმოთე იმ ადგილას მიიყვანა, სადაც მოწამის წმინდა ნაწილები განისვენებდნენ და პატივით მიაბარა მიწას, გარდაცვალებამდე კი ეს სიწმინდე ერთ კეთილმორწმუნე ქვრივს მიაბარა.

მრავალი წლის შემდგომ ნეტარი იაკინთე ადგილობრივ სენატორს გამოეცხადა, მცირე ხნის წინ თვალისჩინი რომ დაეკარგა, განკურნა, აუწყა, თუ სად ინახავდა ღვთისმოყვარე ქვრივი მის წმინდა ნაწილებს და მათი სამშობლოში დაბრუნება ინება.

თუმცა, განკურნების შემდგომ სენატორს დაპირება მიავიწყდა, რის გამოც კვლავ დააკლდა თვალს.

ნეტარმა კვლავ აღუხილა თვალნი, რის შემდგომაც სენატორმა პირობა შეასრულა და წმინდა იაკინთეს ნაწილნი კესარიას გადააბრძანა.

კონდაკი

ხედ ცხორებად სულსა შორის თვისსა სარწმუნოებაი შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან და ხე გველისა საცთურისა წარსწყმინდა კადნიერებითა სულისათა, ამისთვისცა გვირგვინოსან-ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალმოწყალე.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.