ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკახა კალაძე: უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობაზე, ერთ-ერთი...

კახა კალაძე: უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობაზე, ერთ-ერთი ძველი საბაგიროს ნაცვლად კი, იმავე ხაზის ხელახალი მშენებლობა განხორციელდება

თბილისში ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საბაგიროს ახალი გზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს.

„დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით მსხვილი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო და რთული რეფორმა გვაქვს წამოწყებული, თუმცა, თქვენი, თბილისელების გვერდით დგომით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აღნიშნული მიმართულება მთლიანად მოწესრიგებული იყოს. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ორი ახალი საბაგირო გზა მოვაწყოთ, ხოლო ერთ-ერთი ძველი საბაგიროს ნაცვლად, იმავე ხაზის ხელახალი მშენებლობა განვახორციელოთ.

საბაგირო გზების მშენებლობა ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებია. ეს ერთი მხრივ, ამსუბუქებს საგზაო მოძრაობას და ამცირებს საცობებს, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს სწრაფ, ეკოლოგიურ და ხელმისაწვდომ ტრანსპორტს მოსახლეობისთვის. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქში ხელს უწყობს საბაგიროს საზოგადოებრივ ტრანსპორტად დამკვიდრებას, საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს, ხელს უწყობს რთულად მისადგომი უბნების მომსახურებას. ასევე, უზრუნველყოფს მეტროსადგურებთან კავშირს, რაც სატრანსპორტო მისაწვდომობას ზრდის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი საბაგიროებიდან ერთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის, ხოლო მეორე მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი იქნება.

„მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომელიც ზღვისუბანსა და ახალ პარკს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ უმოკლესი გზით დააკავშირებს. 4-სადგურიანი საბაგირო დღეში, დაახლოებით, 22 000 მგზავრს მოემსახურება. იგეგმება ასევე, მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს მეტროსადგურ „ისანთან“ დააკავშირებს. აღნიშნული საბაგირო 5-სადგურიანი იქნება და დღეში, დაახლოებით, 35 000 მგზავრს მოემსახურება.

გარდა ამისა, დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროსადგურ „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას, ხოლო მის ნაცვლად, ახალი საბაგირო გზა მოეწყობა. ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, რაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადდა. აღნიშნული პროექტების განხორციელების დეტალებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

  როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.