კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკახა კალაძემ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი წარუდგინა

კახა კალაძემ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. კლიპის ავტორი მუსიკოსი ზაზა ნოზაძეა.

მუსიკალური კლიპი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად წარუდგინა.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ საქართველოს მთავრობის მეთაურს, ასევე, თბილისსა და თბილისელებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვინდა, საზოგადოებას წარვუდგინოთ მურიკალური კლიპი, რომლითაც ვეფერებით ჩვენს ქვეყანას, ულამაზეს თბილისს. თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ, უმღერიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. თბილისი არის ქალაქი, რომელიც ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს, ჩვენი დედაქალაქია, ულამაზესი, თავისი მომხიბვლელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, განსხვავებული რელიგიებით, მრავალფეროვნებით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება მოვლა, დაფასება, შენარჩუნება. ამაყი ვარ, რომ ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, ვემსახურო ამ ქალაქს, ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. ვიდეოკლიპი, რომელსაც წარმოგიდგენთ, არის თბილისის განსაკუთრებულობაზე, სიყვარულზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად თბილისი გაიმარჯვებს.

„განვაგრძობთ საარჩევნო კამპანიას, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც ქუჩაში ვხვდები მოქალაქეებს, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას, თანადგომასა და მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი ქვეყანა. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კლიპის ავტორმა კი განაცხადა, რომ მისთვის, როგორც რიგითი თბილისელისთვის და ამ ქალაქის შვილისთვის, უდიდესი პატივი იყო, ემუშავა გოგი ცაბაძის შედევრზე. მან მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის და თბილისის მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, ასევე, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.