შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ

კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა – ეს უნდა იცოდეთ

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გაყინული ხორცის გალღობის უვნებელ ხერხებზე საუბრობს. მისი თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ხორცი გალღობის მიზნით, ოთახის ტემპერატურაზე, რამდენიმე საათით გაჩერდეს.

„კატეგორიულად აკრძალულია და არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა. ოთახის ტემპერატურაზე გალღობას დიდი დრო სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, შესაძლებელია, ტემპერატურამ საშიშ დიაპაზონს მიაღწიოს (10 გრადუსიდან, 60 გრადუსამდე), გავრცელდეს ბაქტერიები და შემდეგ პათოგენურებად გარდაქმნა. ამიტომ, მისაღებია, პრაქტიკულია და აუცილებელია, რომ გალღობის პროცესი მიმდინარეობდეს უსაფრთხოდ და უვნებლად.

გალღობის ერთ-ერთი მეთოდია, გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გალღობა, სადაც შეფუთვის გარეშე უნდა მოვათავსოთ პროდუქტი. ამ შემთხვევაში, მალეც გალღვება. როდესაც ცივი წყალი მოდის, ტემპერატურა საშიშ დიაპაზონს ვერ მიაღწევს და დაცული იქნებით.

ასევე, არსებობს მეორე მეთოდიც, რომელსაც ინდუსტრიული ობიექტები ხშირად იყენებენ – საყინულიდან იღებენ ხორცს და მაცივარში ათავსებენ“, – ამბობს სპეციალისტი.

  ,,სხეული სულის სახლია” აი როგორ მოვიქცეთ, რომ სხეული ჯანმრთელი გვქონდეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი