ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკანონდამრღვევი დაჯარიმდება 1000 და 2000 ლარით - საყურადღებო ინფორმაცია

კანონდამრღვევი დაჯარიმდება 1000 და 2000 ლარით – საყურადღებო ინფორმაცია

2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევის აკრძალვასთან ერთად, ფინანსური ჯარიმებიც წესდება.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, “ტექნიკური რეგლამენტის – სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. ჩამორთმეული პროდუქცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება იკრძალება.

ასევე, აიკრძალა კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის პლასტმასისგან დამზადებული, ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება/შეთავაზება.

ცვლილებები ჯარიმების მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

 

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები და როდიდან დაიწყება განათლების სისტემაში ცვლილებები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი