შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოკანადაში შტორმის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ქალაქ ორილიაში საგანგებო...

კანადაში შტორმის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ქალაქ ორილიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში ყინულის შტორმის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია „ჰიდრო უანის“ მონაცემებით, ონტარიოს პროვინციაში 300 000-ზე მეტი ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.

კანადის გარემოს დაცვის სამსახურმა გამოსცა გაფრთხილებები ოტავაში, კვებეკსა და ონტარიოში ყინულის შტორმის შესახებ.

ონტარიოში მდებარე ქალაქ ორილიაში შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

„ეს არის ძალიან სერიოზული ვითარება სახიფათო საგზაო პირობებით, წაქცეული ხეებითა და ელექტროგადამცემი ხაზებით, ასევე საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურის დაზიანებით“, – აღნიშნულია ქალაქის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

  ხერსონში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი