კანადაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
კანადაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. კანადელები ხმის მიცემას იწყებენ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პროვინციაში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში, სადაც საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:30 საათზე გაიხსება.
სულ მცირე, 7.3 მილიონმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა ადრეული ხმის მიცემა, რაც 25%-ით მეტია 2021 წლის ფედერალურ არჩევნებთან შედარებით. ვარაუდობენ, რომ არჩევნების დღეს რეკორდული აქტივობა იქნება.
კანადაში რეგისტრირებულია 16 პარტია, თუმცა, გამოკითხვების თანახმად, მათგან მხოლოდ ხუთს აქვს პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი: მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ხელმძღვანელობით „ლიბერალურ პარტიას“, პიერ პოლიეფის ხელმძღვანელობით ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიას, ასევე ახალ დემოკრატიულ პარტიას, მწვანეთა პარტიას და სეპარატისტულ კვებეკის ბლოკს.
არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, სამშაბათს ღამით გახდება ცნობილი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi