კალიფორნიელმა ქალმა კოშმარის გამო ნიშნობის ბეჭედი გადაყლაპა

1 წუთიანი წაკითხვა

ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში მომხდარი უჩვეულო ინციდენტი სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა. ადგილობრივი მცხოვრები ჯენა ევანსი ღამის ძილის განმავლობაში შემთხვევით გადაყლაპა საქმროს მიერ ჩუქებული ნიშნობის ბეჭედი.

ბრიტანული გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, მოვლენას წინ უძღოდა მძიმე კოშმარი. ქალს ესიზმრა, რომ მატარებელში უცნობი ბოროტმოქმედი მის ბეჭედს წაართმევდა. ძილის დროს, სიზმარში ქურდისგან განძის გადარჩენის მცდელობისას, ევანსმა ქვეცნობიერად ბეჭედი გადაყლაპა.

დილით გაღვიძებისთანავე ქალი საქმროსთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში გაემგზავრა. გასტროენტეროლოგმა პაციენტს ოპერაციული ჩარევით მუცლის ღრუდან ბეჭედი წარმატებით ამოუღო. ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრა.

Sheni Ambebi News

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). კალიფორნიელმა ქალმა კოშმარის გამო ნიშნობის ბეჭედი გადაყლაპა. 27 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კალიფორნიელმა-ქალმა-კოშმ/

გაუზიარეთ ეს სტატია