ხაშშ-ში, მინიაპოლისის კათოლიკურ სკოლაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა, მათგან 10 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სამართალდამცველების ცნობით, ამჟამად საფრთხე აღარ არსებობს, რადგან დაღუპულია თავდამსხმელი, რომელმაც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დანაყოფები. მომხდარის შესახებ აცნობეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.