შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიკაზინოსა და ტოტალიზატორის ყველა მეწილე მოკლეს - ვინ და როგორ გაძარცვა თბილისის...

კაზინოსა და ტოტალიზატორის ყველა მეწილე მოკლეს – ვინ და როგორ გაძარცვა თბილისის ერთ-ერთი დიდი ტოტალიზატორი 2001 წელს

მეოცე საუკუნის მიწურულს საქართველოში ტოტალიზატორების ბუმი დაიწყო და ეს უწყებები დიდ ფულს შოულობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ტექნოლოგიები მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მაღალ დონეზე, ამ უწყებებს არავინ ესხმოდა თავს.

საქმე კი ის იყო, რომ ტოტალიზატორებს კანონიერი ქურდები აკონტროლებდნენ – „კრიშავდნენ“ და პროფესიონალმა მძარცველებმა ეს კარგად იცოდნენ. ამიტომ ამ უწყებებს გვერდს უვლიდნენ. თუმცა, 2001 წელს თბილისის ერთ-ერთ უმაღლეს საბუკმეკერო კანტორაში შეიარაღებული ძარცვა განხორციელდა. ავტომატებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პიროვნება მოულოდნელად შეიჭრა ტოტალიზატორის დარბაზში. უმალვე განაიარაღეს ოთხი მცველი და სალაროდან არც მეტი, არც ნაკლები, 200 ათასი დოლარი გაიტაცეს. ხოლო ტოტალიზატორის დირექტორი, 28 წლის ლევან აბალაკი მძიმედ დაჭრეს. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ექიმებმა სიკვდილს სასწაულებრივად გამოსტაცეს. ფეხზე დადგა მთელი მაშინდელი პოლიცია და შავი სამყარო. თუმცა „დიდი კუშით“ მიმალული ბოროტმოქმედების აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

საქმე არც იმან დაძრა ადგილიდან, რომ მძარცველების პიროვნებებს ვინც გაშიფრავდა, მას 100 ათას ამერიკულ დოლარს გადაუხდიდნენ.

საქმის მიმცემი

200 ათასი დოლარის დაკარგვა დიდი ზარალი იყო. მაგრამ უფრო მეტი ზარალი იყო ავტორიტეტის შელახვა. ამიტომ, კაზინოს რეალურმა მეპატრონეებმა ჯილდო გააორმაგეს და ის 20 ათასი ამერიკული დოლარი გახდა, თუმცა მძარცველთა კვალზე დადგომა არც ამჯერად მოხერხდა. ამასობაში, სიკვდილთან მებრძოლი ლევან აბალაკი საბოლოოდ დაუძვრა სიკვდილს. სამთვიანი კომის შემდეგ გონება დაუბრუნდა და მისი დაკითხვა შესაძლებელი გახდა. აბალაკის დაკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ეს პროცედურულად იყო საჭირო, თუმცა ამან მოულოდნელი შედეგი მოიტანა. 28 წლის დირექტორმა ყოველგვარი ძალდატანებისა და იძულების გარეშე გამომძიებელ კოტე ძნელაძეს განუცხადა, რომ ტოტალიზატორის ძარცვის საქმის მიმცემი თავად იყო. შემსრულებელი კი – ომარ ნიკოლაიშვილი. აბალაკი და ნიკოლაიშვილი ძველი კალათბურთელები იყვნენ და ერთ გუნდში თამაშობდნენ. როგორც აბალაკმა განაცხადა, ნიკოლაიშვილს ძარცვისთვის უფრო შესაფერისი დღე (როდესაც სალაროში დიდი თანხა იქნებოდა) დაუსახელა და შენობაში შეღწევის ზუსტი სქემაც მიაწოდა. წინასწარი მოლაპარაკებით, ძარცვას უსისხლოდ უნდა ჩაეარა. შემდგომ კი მათ ნაძარცვი ფული უნდა გაეყოთ. თუმცა, როგორც ნათელი იყო, ნიკოლაიშვილმა მეწილეს მოშორება განიზრახა და ამიტომ ჩაცხრილა, მაგრამ ვერ მოკლა. გაირკვა ნიკოლაიშვილის „პაძელნიკიც“, რომელიც ვინმე ოთარ ჯაში აღმოჩნდა, თუმცა, ჯაში ძარცვის მეორე დღეს მტკვარში დამხრჩვალი აღმოაჩინეს და ვარაუდობდნენ, რომ ისიც ნიკოლაიშვილმა მოიშორა თავიდან. პოლიციამ გაუჩინარებული ნიკოლაიშვილის ძებნა დაიწყო, შეურაცხყოფილმა ავტორიტეტებმა კი ჯილდო 30 ათას დოლარამდე გაზარდეს.

ორი გზავნილი

ომარ ნიკოლაიშვილის კვალს ვერავინ მიაგნო და ვარაუდობდნენ, რომ ის ყალბი საბუთებით საზღვარგარეთ გაიქცა. გამწარებულმა ავტორიტეტებმა შურისძიება აბალაკზე გადაწყვიტეს. თავდაპირველად მისი მოკვლა განიზრახეს. თუმცა, გადაიფიქრეს და ციხეში მჯდომი საქმის მიმცემი „საქათმეში“ ჰომოსექსუალთა საკანში გამოამწყვდიეს. ამის შემდეგ სულ რაღაც სამი თვე იყო გასული, რომ ლევან აბალაკი, რომელიც რვაწლიან სასჯელს იხდიდა და „რესბალნიცაზე“ (საავადმყოფო) იყო გადაყვანილი, მოულოდნელად გაიქცა.

როგორც შემდგომ გაირკვა, პატიმარი საავადმყოფოდან ერთ-ერთმა ზედამხედველმა გაიყვანა, რაშიც 5 ათასი დოლარი მიიღო. აბალაკის ძებნა გაჩაღდა, მაგრამ ის ვერ იპოვეს. ამ გაქცევიდან 3 თვის შემდეგ ერთ-ერთმა ავტორიტეტმა, რომელსაც ტოტალიზატორში წილი ჰქონდა, გზავნილი მიიღო.

ფოსტის თანამშრომლის უნიფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მას საკუთარ კერძო სახლში ბანდეროლი მიუტანა და უკან გაბრუნდა.

ხუთიოდე წამის შემდეგ კი ბანდეროლი აფეთქდა და მისი მიმღები ადგილზევე გარდაიცვალა. ამ შემთხვევიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაზღვეული წერილი მიიტანეს. მასში ეწერა, რომ ავტორიტეტის აფეთქება და აბალაკის გაქცევა ომარ ნიკოლაიშვილმა მოაწყო.

მისივე თქმით, აბალაკი ტოტალიზატორში ოთარ ჯაშმა ჩაცხრილა, რისთვისაც ისიც ნიკოლაიშვილმა მოკლა. იქვე აბალაკი სიძულვილს გამოთქვამდა შავი სამყაროს მიმართ და ახალი შურისძიებით იმუქრებოდა.

ნიშანდობლივია, რომ წლების შემდეგ იმ კაზინოსა და ტოტალიზატორის ყველა მეწილე მოკლეს და ვერც მკვლელებს მიაგნეს და ვერც აბალაკსა და ნიკოლაიშვილს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

თებერვალი 22, 2025
ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

თებერვალი 22, 2025
განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

22 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი