პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიიცოდე საქართველოს ისტორია❗️ზუსტად 80 წლის წინ ექვთიმე თაყაიშვილმა ეროვნული საგანძური სამშობლოში დააბრუნა

იცოდე საქართველოს ისტორია❗️ზუსტად 80 წლის წინ ექვთიმე თაყაიშვილმა ეროვნული საგანძური სამშობლოში დააბრუნა

იცოდე საქართველოს ისტორია – ზუსტად 80 წლის წინ ექვთიმე თაყაიშვილმა ეროვნული საგანძური სამშობლოში დააბრუნა

1945 წლის 11 აპრილს, 24 წლიანი განშორების შემდეგ, 82 წელს მიტანებული ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში, საქართველოს საგანძურთან ერთად დაბრუნდა…

„პარიზიდან 1945 წლის 5 აპრილს გამოვფრინდით, ომი ჯერ კიდევ არ იყო გათავებული. ღამე რომში გავათიეთ. რომიდან შუაღამისას განვაგრძეთ საჰაერო გზა და 8 საათის შემდეგ დავეშვით ბიზერტაში. ბიზერტიდან ქაიროში გადმოვფრინდით და იქ კი 2/3 დღეს გავჩერდით უამინდობისა გამო, იქიდან – თეირანში და იქაც 3 დღეს გაგვაჩერა უამინდობამ, მაღალ მთებს უნდა გადმოვვლებოდით თავს. 11 აპრილს გამოვფრინდით თეირანიდან და 7/8 საათის შემდეგ უკვე თბილისის აეროდრომზე დავეშვით. თვითმფრინავიდან რომ გადმოვდგი ფეხი, აკაკის ლექსი მომადგა ენაზე:

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!.. დედა-შვილობას, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო!“

82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეული. საშუალება მომეცა, ჩემს უნივერსიტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა. ოღონდ ძალზე მიკლავს გულს ის გარემოება, რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული“ – ექვთიმე თაყაიშვილი

✨️ იცოდე შენი ქვეყნის ისტორია 🇬🇪

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ვიმუშავებ ღაზაში ომის დასასრულებლად და პუტინის შესაჩერებლად - ჯო ბაიდენი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი