ქართული ენა მდიდარია უძველესი სიტყვებითა და ლექსიკური ნიმუშებით, რომლებიც ყოველდღიურ მეტყველებაში სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის უნიკალურ ფორმებს ქმნიან. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სიტყვაა „შემოგევლე“, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.
სიტყვის ეტიმოლოგიათან დაკავშირებით ორი გავრცელებული ვერსიაა.
პირველი ვერსია
სიტყვა „შემოგევლე“ მომდინარეობს ძველი ქართული ზმნიდან „ევლა“, რომლის ძირითადი მნიშვნელობა იყო „მიწას მიეკრო, დაეცე, დაემხო“.ამასთან დაკავშირებით, „შემოგევლე“ სიტყვასიტყვით ნიშნავს: „შენ გევლე“ – ანუ „შენს წინაშე დავეცი, დავემხე“. ძველ ქართულში ეს სიტყვა სიმდაბლისა და მოწიწების გამომხატველი იყო, რომელიც ღვთისმსახურებითა და რიტუალებითაც უკავშირდებოდა.
მეორე ვერსია
სხვე ვერსიით კი სიტყვა “შემოგევლე” უკავშირდება ძველ ქართულ რიტუალს. თუ ვინმე მძიმედ დაავადდებოდა და ეგონათ მოკვდებოდა, ახლობლებს ერთი პირუტყვი მის გამოსაჯანმრთელებლად ავადმყოფის თავთან უნდა შემოეტარებინათ. თითქოს ავადმყოფობა ამ შემოვლებულ ცხოველს გადაედებოდა. შემდეგ კი, ცხოველს მსხვერპლად წირავდნენ. ამ რიტუალიდან გამომდიანრე, სიტყვა შემოგეველები ნიშნავდა, მსხვერპლად შეგწირები, თავს გავწირავ შენთვის.
ტრანსფორმაცია და თანამედროვე მნიშვნელობა
დროთა განმავლობაში სიტყვამ თავისი პირდაპირი მნიშვნელობა დაკარგა და ხალხურ მეტყველებაში სიყვარულისა და გულწრფელი ურთიერთობის გამოხატვის ფორმად ჩამოყალიბდა. დღეს „შემოგევლე“ გამოიყენება მეგობრული, ოჯახური ან თუნდაც ხუმრობითი მიმართვისას, სითბოსა და სიხარულის გამოსახატავად.
„შემოგევლე“ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება ენის ფორმები საუკუნეების განმავლობაში: რელიგიურ-რიტუალური მნიშვნელობიდან დღევანდელ სიყვარულისა და სითბოს გამომხატველ სიტყვამდე. იგი ნათლად აჩვენებს ქართული ენის სიღრმესა და ემოციურ სიმდიდრეს.


