იშვიათი სახეობის ორქიდეა, 100 წლის განმავლობაში, ველურ ბუნებაში პირველად გაიზარდა – აღმოაჩინეს ორქიდეა, რომელიც გადაშენებულად ითვლებოდა🌺

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

იშვიათი სახეობის ორქიდეა ბრიტანეთში 100 წლის განმავლობაში, ველურ ბუნებაში პირველად გაიზარდა.

BBC-ის ცნობით, „ლედის ფეხსაცმელი“ერთ-ერთი უიშვიათესი მინდვრის ყვავილია. ითვლებოდა, რომ ის მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაშენდა, სანამ 1930 წელს იორკშირ-დეილსში ერთი ყვავილი არ იპოვეს. ორქიდეის ზუსტი ადგილმდებარეობა საგულდაგულოდ იმალებოდა – მოხალისეებს 24-საათიანი მეთვალყურეობა ჰქონდათ დაწესებული, რათა მცენარე არავის მოეპარა.

2 წლის წინ კი ორქიდეების ლაბორატორიებში გაზრდის პროექტი დაიწყო, რის შემდეგაც მათ ინგლისის ჩრდილოეთით რგავდნენ და იცავდნენ.

დამოუკიდებლად გაზრდილი ორქიდეა გასული წლის ივნისში აღმოაჩინეს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მისი გამოჩენა იმედისმომცემია. ველური ბუნების დაცვის ფონდის, ჯონათან ლიდლის თქმით, ამ ეტაპზე ყვავილის დაცვა კვლავ არის საჭირო.

„იმედი მაქვს, მომავალში ეს მცენარე იმდენად მრავალრიცხოვანი გახდება, რომ ყველა შეძლებს მისი ყვავილებით დატკბობას“, – განაცხადა მან.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). იშვიათი სახეობის ორქიდეა, 100 წლის განმავლობაში, ველურ ბუნებაში პირველად გაიზარდა – აღმოაჩინეს ორქიდეა, რომელიც გადაშენებულად ითვლებოდა🌺. 9 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იშვიათი-სახეობის-ორქიდეა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

CRM Manager

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Ведущий UA менеджер (Meta)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-28T04:46:41+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi