იყო პერიოდი არ მქონდა სახლი. ბინასაც ვერ ვქირაობდი… ბევრმა არ მიმიღო… – რას ჰყვება გია ჯაჯანიძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გია ჯაჯანიძე თავის გადაცემაში განვლილი გზისა და სირთულეების შესახებ საუბრობს.

„იყო პერიოდი არ მქონდა სახლი. ბინასაც ვერ ვქირაობდი. მინდა ამას ხაზი გავუსვა, როცა ხარ რეგიონიდან ჩამოსული, რაღაც თავდაცვის ინსტინქტი გაქვს. მე ასე გამოვიყენე – ჩემი იუმორითა და სითბოთი სადაც მიღამდებოდა იქ მითენდებოდა.

მე გადამარჩინა კეთილმა ადამიანებმა. მახსოვს როგორ მივდიოდი სხვა და სხვა ადგილებში. შევედი პირველ არხში კედლებს შევეხე, გაოცებული ვიყავი ტელევიზიაში ვარ, სახტად დავრჩი. იქ ბევრი კეთილი ადამიანები იყვნენ.

ბევრმა არ მიმიღო. მაგრამ მერე ცოტათი პოპულარული რომ გავხდი პოპულარობას მოჰყვა – ეს ჩამოსული ცალ-ცალი კალოშითო. მე რა ვქენი? – წავედი ბაზრობაზე და ვიყიდე კალოშები. ამ კალოშებით წავედი პრეზენტაციაზე. ჩემი უცნაური ჩაცმა გადმოვიდა დედაქალაქში. თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრა ადვილი არ იყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჰოდა ერთ დღესაც ჩაქრა შუქი, შევედი ტუალეტში, ჩალისფერი ფეხსაცმელი მეცვა. ამ უშუქობაში ფეხზე დავიფსი. რომ გამოვედი შეიცხადეს ჯაჯანიძეს სხვა და სხვა ფერის ფეხსაცმელი აცვიაო. ავდექი გავჭერი ორი პერანგი გადავაკერე ერთმანეთზე – ერთი სიტყვით გიჟვით დავდიოდი“, – აღნიშნა გია ჯაჯანიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). იყო პერიოდი არ მქონდა სახლი. ბინასაც ვერ ვქირაობდი… ბევრმა არ მიმიღო… – რას ჰყვება გია ჯაჯანიძე. 18 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იყო-პერიოდი-არ-მქონდა-სახ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi