„არც ერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებაზე, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
„სახელმწიფო პასუხისმგებლობას ამავდროულად, იღებს იმაზე, რომ ეს სერვისი იქნება მიწოდებული იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ის სტანდარტი, რაც აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. თვითონ სერვისის დიზაინი, რაც შეეხება იმას, როგორ იქნება ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის, დარჩება უცვლელი – იქ, სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო. სადაც იყო ფასიანი, იქაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დარჩება ეს უცვლელად. მაგრამ რასაკვირველია, ეს იქნება ორიენტირებული ხელმისაწვდომობაზე, საჭიროებაზე”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. გააგრძელეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „იქ, სადაც იყო უფასო კომპონენტი, დარჩება უფასო – არც ერთი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს საჭიროება, არ დარჩება სათანადო მკურნალობის გარეშე. პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო“-მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაზე. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იქ-სადაც-იყო-უფასო-კომპო/
