იქნება თუ არა ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის პოსტზე “ლელოსა” და გახარიას გუნდის საერთო კანდიდატი?
პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, კანდიდატებზე მსჯელობა ახალი დაწყებულია. შესაბამისად, ის ალეკო ელისაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
“ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი გახლავთ ის, რომ შევარჩიოთ კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებისთვის იქნებიან მისაღებები და ესენი იქნებიან პარტიულად ნეიტრალური კანდიდატები.
რაც შეეხება ჭორებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ, ალექსანდრე ელისაშვილი გახლავთ ჩვენი კანდიდატი, ღიმილისმომგვრელია და, რა თქმა უნდა, არ დავადასტურებ, რადგან კანდიდატებზე მსჯელობა ახლა დაიწყო”, – განაცხადა ტატა ხვედელიანი.