იტალიის კუნძულ სიცილიაზე, ვულკანი „ეტნა“ ამოიფრქვა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვულკანის დასათვალიერებლად ჩასული ტურისტები თავს გაქცევით შველიან.
ტულუზაში, ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრმა, ავიაციისთვის წითელი განგაშის დონე გამოაცხადა, თუმცა ის მალევე შეიცვალა და ამჟამად ნარინჯისფერი განგაშის დონე მოქმედებს.
3 324 მეტრის სიმაღლის ეტნა ამჟამად ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია ევროპაში, რომელიც ხშირად იფრქვევა. ის იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე მდებარეობს.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). იტალიაში ვულკანი „ეტნა“ ამოიფრქვა. 2 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იტალიაში-ვულკანი-ეტნა/
