პარასკევი, მარტი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიის მხოლოდ ქალებს ესროდა, რადგან მათ კაცებისთვის სამსახურის წართმევაში ადანაშაულებდა... - პოლიტექნიკურ...

ის მხოლოდ ქალებს ესროდა, რადგან მათ კაცებისთვის სამსახურის წართმევაში ადანაშაულებდა… – პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დატრიალებული ტრაგედიის უცნობი დეტალები

წლების წინ მონრეალის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დატრიალებულმა უბედურებამ მთელი მსოფლიო შეჩრა. ტექნიკუმში შეიარაღებული პირი შეიჭრა, სტუდენტებს შორის გოგონები გამოარჩია და ცეცხლი გაუხსნა მათ.

სროლის დროს 14 სტუდენტი გოგონა დაიღუპა. თავდამსხმელი, 25 წლის მარკ ლეპინი, მიზანმიმართულად ესროდა ქალ სტუდენტებს, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფემინიზმს ადანაშაულებდა საკუთარ ცხოვრებისეულ წარუმატებლობებში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ქალების არსებობა კი მამაკაცების ადგილის მითვისებად მიაჩნდა.

ეს ტრაგედია ცნობილია როგორც „მონრეალის მასობრივი მკვლელობა“ (Montreal Massacre) და მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა კანადაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაში. 6 დეკემბერი კანადაში ოფიციალურად აღინიშნება როგორც „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული დღე“.

monrealis-srola-1742372710.jpg

მარკ ლეპინი 1964 წლის 26 ოქტომბერს ფრანგ-კანადელი დედისა და ალჟირელი მამის ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში მამის გარეშე დარჩა და მარტოხელა დედამ აღზარდა. ბიჭი ბავშვობიდან ჩაკეტილი, არაკომუნიკაბელური ბუნების იყო. ლეპინი სამხედრო სამსახურისგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლებული იყო. ძალიან უყვარდა საშინელებათა ფილმები.

სკოლაში ლეპინი კარგად სწავლობდა და მომავალში მონრეალის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებდა. საბოლოოდ, სწორედ ამ ფაკულტეტზე ჩაიდინა მან მასობრივი მკვლელობა.

დანაშაულისმიზეზები

დანაშაულის მიზეზებზე სხვადასხვა ვერსიები არსებობდა. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ლეპინი ფემინიზმის მოძულე გახლდათ. ამას ნაწილობრივ 1989 წლის 6 დეკემბერს განვითარებული მოვლენები ადასტურებს. მკვლელობის იარაღად გამოყენებული იყო შაშხანა, რომელიც ლეპინმა 1989 წლის 21 ნოემბერს შეიძინა. გამყიდველს უთხრა, რომ სანადიროდ უნდოდა. შემდგომი შვიდი დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ვაზნები და სანადირო დანაც მოიმარაგა. ლეპინმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კურსებიც გაიარა.

მომხდარის მიზეზებზე ბევრი კამათია, განსაკუთრებით ეს საკითხი 2006 წლის სექტემბერში გამწვავდა, როცა დოუსონის კოლეჯში 25 წლის კიმვირ ჯილიმ სროლა მოაწყო. ინციდენტის შემდეგ ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიზეზი რეალობის შეგრძნების დაკარგვა იყო საშინელებათა ფილმების ხშირი ყურების გამო, ასევე სოციალური ცვლილებები, რომელთა გამოც მან სამსახური დაკარგა, რასაც პიროვნების დეგრადაცია მოჰყვა.

2006 წლის 13 სექტემბრის შემდეგ ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ ლეპინმა, ისევე როგორც ჯილმა, დაკარგა ცხოვრებისადმი ინტერესი, თავს მარტოსულად და სრულიად უსარგებლოდ გრძნობდა. სძულდა სამყარო იმის გამო, რომ იმიგრანტების შვილი.

უკანასკნელიდღეებიდათვითმკვლელობისწერილი

მოგვიანებით ლეპინის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, განაცხადა: “იმ დილას მარკი თავის თავს არ ჰგავდა; იდგა და უყურებდა ცარიელ მაცივარს და ვერც კი შემამჩნია, როცა შევედი. მოგვიანებით, როცა დავბრუნდი, ვნახე, რომ მან მთელი ჭურჭელი დარეცხა და საწოლი გაასწორა. მაგიდაზე ვნახე მისი წერილი, მაგრამ უკვე გვიანი იყო”. თვითმკვლელობის წერილში ლეპინი წერდა:… სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

მარტი 20, 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

მარტი 20, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

მარტი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

მარტი 20, 2025
თავის მოვლის რუტინა, თუ 30+ ხართ

თავის მოვლის რუტინა, თუ 30+ ხართ

მარტი 21, 2025
9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

19 მარტი 2025
ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

მარტი 20, 2025
როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე

მარტი 20, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი