შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოისრაელში თავდასხმის მოლოდინში მიწისქვეშა საავადმყოფოს ამზადებენ - BBC

ისრაელში თავდასხმის მოლოდინში მიწისქვეშა საავადმყოფოს ამზადებენ – BBC

ბრიტანული ტელეარხის BBC-ის ცნობით, ისრაელის ჩრდილოეთით განლაგებულ ქალაქ ჰაიფაში უზარმაზარი მიწისქვეშა საავადმყოფო მდებარეობს.

მას აქვს საოპერაციოები, სამშობიარო განყოფილება და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, თუმცა საავადმყოფოში პაციენტები ჯერ არ არიან.

რამბამის სამედიცინო ცენტრი აქ უკვე მეორედ შლის საავადმყოფოს. პირველად ეს 2006 წელს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ომის დროს მოხდა. მშვიდობიანობის დროს ეს ადგილი მანქანების საპარკინგე სივრცეა, თუმცა მისი საავადმყოფოდ გადაკეთება სულ რაღაც სამ საათშია შესაძლებელი.

როგორც ტელეარხი ამტკიცებს, საავადმყოფო 2 ათას საწოლზეა გათვლილი. ისრაელზე მასიური შეტევის შემთხვევაში საავადმყოფოს უამრავი პაციენტის მიღება და დაჭრილების მკურნალობა შეეძლება.

ვინაიდან გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის ფუად შუქრის მკვლელობების შემდეგ სრულმასშტაბიანი რეგიონული ომის საფრთხემ იმატა, ექიმები ჰაიფაზე დიდი შეტევისთვის ემზადებიან, რადგან ქალაქი ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

  ძმებს შორის არსებული ყინული ქეით მიდლტონმა გაალღო – სიმსივნესთან მებრძოლმა პრინცესამ შესაძლოა, პრინცი ჰარი სახლში დააბრუნოს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი