სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოისრაელი "ჰამასთან" ახალი ზავის პირობებს არ დათანხმდა

ისრაელი “ჰამასთან” ახალი ზავის პირობებს არ დათანხმდა

ისრაელი “ჰამასთან” ახალი ზავის პირობებს არ დათანხმდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისში პარიზში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს.

“ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, რასაც მხარეები განიხილავენ ამ კვირაში დამატებითი შეხვედრების დროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ისრაელის დელეგაციას ამ მოლაპარაკებებზე მოსადის სადაზვერვო სამსახურის უფროსი დევიდ ბარნეა ხელმძღვანელობდა. ორი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის მომლაპარაკებლებმა გუშინ მიაღწიეს პროგრესს პოტენციურ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ისრაელი ღაზაში “ჰამასის” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს ორი თვით შეაჩერებს, ტერორისტული ჯგუფის მიერ გატაცებული 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. თუმცა, ჰამასი დაჟინებით მოითხოვს, რომ ისრაელმა ომი მთლიანად დაასრულოს და ღაზაში ტერორისტული ჯგუფი დატოვოს ხელისუფლებაში, რაც ისრაელისთვის მიუღებელია.

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ღაზას სექტორში რჩება 130-ზე მეტი მძევალი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

  ,,ასეთი ძლიერი ხალხია და ასეთი სუსტი რეაქცია - სიტყვა ,,რუსულის" თქმისაც ეშინიათ" - ზელენსკის სკანდალური განცხადება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი