ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა გაეროს გენერალური მდივნის ოფისთან ურთიერთობების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.

ელჩმა განაცხადა, რომ გაეროში ისრაელის წარმომადგენლობას არანაირი კონტაქტი არ ექნება გენერალური მდივნის ოფისთან მანამ, სანამ ორგანიზაციას გუტერეში ხელმძღვანელობს.

გასული წლის განმავლობაში, გაეროში ისრაელის ელჩმა და ისრაელის დელეგაციამ გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია გამართეს და მიაწოდეს დოკუმენტები, მონაცემები, ისევე როგორც დეტალური პასუხი ყველა წაყენებულ ბრალდებაზე.

მიუხედავად ამისა, გაეროს გენერალურმა მდივანმა პოლიტიკური გადაწყვეტილების წინ წაწევა არჩია და ისრაელი „ჰამასისა“ და ტერორისტული ორგანიზაციების გვერდით დააყენა.

გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა: „ჩვენ დავასრულეთ ურთიერთობა გაეროს ამ გენერალურ მდივანთან. გუტერეშმა ისრაელი იმავე შავ სიაში შეიყვანა, სადაც „ჰამასი“, „ისლამური სახელმწიფო“ და მსოფლიოში ყველაზე გარყვნილი ტერორისტული ორგანიზაციები არიან. ეს არის სირცხვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ გუტერეშმა ყოველგვარი ნდობა დაკარგა“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანთან ურთიერთობებს წყვეტს. 28 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ისრაელი-გაეროს-გენერალურ/

  ოქროს ფასი იკლებს და იკლებს - რა ღირს 1 გრამი საქართველოში?
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi