იორდანიის მეფის, აბდულას განცხადებით, ისრაელის თავდასხმამ ირანზე რეგიონული კონფლიქტი გლობალურ საფრთხემდე გააფართოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„რადგან ისრაელმა საკუთარი შეტევა, ირანის ჩათვლით, გააფართოვა, უცნობია, თუ სად დასრულდება ბრძოლის ველის საზღვრები“, – განაცხადა იორდანიის მონარქმა.
„და ეს ადამიანებს მთელ მსოფლიოში საფრთხეს უქმნის. საბოლოო ჯამში, ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მან.