პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე ებრაელ დრონების მწარმოებელ ბიზნესმენზე დაქორწინდა

ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე ებრაელ დრონების მწარმოებელ ბიზნესმენზე დაქორწინდა

ახლო აღმოსავლეთზე სამხედრო კონფლიქტის ფონზე სოცქსელში ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის შვილიშვილის, იმან ფეჰლევის ქორწინებას განხილავენ.

31 წლის იმანი თავის შეყვარებულ ბრედლი შერმანზე დაქორწინდა – ებრაული წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენზე, რომელიც Matternet კომპანიის, დრონების კომერციული მწარმოებლის პარტნიორობის ხელმძღვანელია.

64ee5cd2-45e1-40f7-bda3-f5fa65c810e8-1750051630.jpg

ქორწილი საფრანგეთში გაიმართა და სპარსული ტრადიციების ელემენტებს მოიცავდა, რომლებიც თანამედროვე კონტექსტში იყო წარმოდგენილი. საკურთხევლისკენ იმანი Elie Saab-ის კაბით მივიდა, რომელიც ზეიმის განმავლობაში თანდათან სამ განსხვავებულ სახედ გარდაიქმნა.

scale-1200-1750051732.jpg

“ქორწინებამ აღნიშნა არა მხოლოდ ორი ადამიანის კავშირი, არამედ კულტურების, თაობების და მსოფლიო გავლენების შერწყმა”, – წერს Vogue Arabia.

10474462-800-1750051712.jpg

შეგახსენებთ, რომ ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად დაამხეს და ოჯახთან ერთად ირანიდან ემიგრაციაში წავიდა. მისი უფროსი ვაჟი რეზა, რომელიც ადრე მემკვიდრე პრინცის ტიტულს ატარებდა, ახლა ცხოვრობს აშშ-ში და ღიად აკრიტიკებს ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, თავის თავს დემოკრატიული და სეკულარული ირანის მომხრეს უწოდებს… სრულად

  მშვიდობის ხიდი — თბილისის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი საკვანძო ნამუშევარი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი