პარასკევი, ივლისი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა - ირაკლი კობახიძე

პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა – ირაკლი კობახიძე

შემდეგი ორი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.

„რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, აქ მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და იგეგმება დამატებით 120 მლნ ლარის გამოყოფა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. ეს სერიოზული ინვესტიციაა, თუმცა გეგმის მიხედვით ამ ინვესტიციამ უნდა მოგვცეს მთლიანობაში ჯანდაცვაში 150 მლნ ლარის ეკონომია. აქტიურად წარიმართებოდა ამაზე მუშაობა და შესაბამისი პროგრამა აუცილებლად განხორციელდება და ეს დაფინანსებაც იქნება გამოყოფილი “,განაცხადა კობახიძემ.

author avatar
Irina Datashvili
  „არასდროს მაქვს განცდა, რომ რამე არ გამოვა, შიშით არასდროს, არაფერს ვიწყებ“ – ინდირა ღომიძე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი