სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაირაკლი კირცხალია: ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3...

ირაკლი კირცხალია: ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3 მილიარდ ლარს, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი

ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3 მილიარდ ლარს, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კირცხალიას თქმით, ზრდა არის თითქმის ყველა სტრატეგიულ მიმართულებაზე.

„დღეს, ტრადიციულად, სასესიო კვირის ორშაბათს, გაიმართა უმრავლესობის სხდომა. სხდომის ფარგლებში გავიარეთ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაინიცირდა და გავა უკვე პლენარულ სხდომაზე. მინდა რამდენიმე მთავარ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს გამოვეხმაურო, რომელზეც დღეს იყო საუბარი უმრავლესობის ფორმატში. პირველი, ეს არის ბიუჯეტი. ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3 მილიარდ ლარს, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი.

ზრდა არის თითქმის ყველა სტრატეგიულ მიმართულებაზე. გამოვყოფდი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, სადაც 848 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი და შეადგენს 9,6 მილიარდზე მეტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ იცით, 2012 წლიდან ჩვენი მიდგომები ზოგადად, სოციალურ მიმართულებასთან და ჯანდაცვასთან მიმართებით. ეს იყო ძირითადად განსახილველი თემა. ერთ-ერთი მთავარი, ბიუჯეტი, რომელსაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ამ კვირაში მივიღებთ, დავამტკიცებთ.

ეს არის კიდევ ერთი გამოვლენა და გამოხატულება იმ პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებს ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“. ის ეკონომიკური ზრდა არის სწორედ იმ სამშვიდობო პოლიტიკის კონვერტაცია ციფრებში და ეკონომიკურ კეთილდღეობაში, რასაც ჩვენ წლიდან წლამდე ვხედავთ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „ომის შემდეგ ხშირად მიფიქრია, ნეტავ ვინ მოუვლის მის საფლავს-მეთქი… ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას მითიურ ქალაქად შემორჩა, ახლა კი ერთ დიდ სასაფლაოდ არის ქცეული“ – ემიგრაციაში მყოფი ნინო კვარაცხელია ემოციურ სტატუსს აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი