ცნობილი მოგზაური, სოსო ნებიერიძე სამოგზაუროდ მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეაში წავიდა. როგორც სოსო სოციალურ ქსელში წერს, ის უკვე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში იმყოფება.
გამომწერებს მან ფხენიანიდან პირველი სელფიც გაუზიარა.
“ეგაა, ჩამოვედი, ფხენიანში ვარ”, – წერს მოგზაური.
“ინტერნეტი მხოლოდ სასტუმროს მისაღებშია, უნდა იყიდო 10-10 წუთიანი სესიები და რიგში მანდ მარტო ერთი საათი ვიდექი. ვიყიდე და ძლივს ერთი ფოტო ავტვირთე, სხვას ვერაფერს იზამ ამ ინტერნეტით, ძალიან ცუდად მუშაობს. სხვა მხრივ, ყველაფერი ჯიგრულადაა”, – წერს სოსო ნებიერიძე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). “ინტერნეტი მხოლოდ სასტუმროს მისაღებშია, რიგში მანდ მარტო ერთი საათი ვიდექი” – რას წერს სოსო ნებიერიძე ფხენიანიდან. 15 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ინტერნეტი-მხოლოდ-სასტუმ/
