შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოინდოეთში კაცი მდინარეში დაიხრჩო, სანამ მყვინთავები მისი გადარჩენისთვის თანხის გადარიცხვას ელოდებოდნენ

ინდოეთში კაცი მდინარეში დაიხრჩო, სანამ მყვინთავები მისი გადარჩენისთვის თანხის გადარიცხვას ელოდებოდნენ

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაიხრჩო, რადგან მყვინთავები მისი გადარჩენისთვის თანხას ითხოვდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 45 წლის ადიტია ვარდჰან სინგჰი მეგობრებთან ერთად მდინარეზე ნავით გავიდა და მალევე, ფოტოს გადაღების მიზნით ბანაობისთვის განკუთვნილი ზონის ფარგლებს გასცდა. კაცი დინებამ გაიტაცა.

სინგჰის მეგობრები აცხადებენ, რომ დახმარებისთვის მყვინთავებს მიმართებს, თუმცა მათ კაცის გადარჩენისთვის 10 ათასი რუპია (320 ლარი) მოითხოვეს. მეგობრებს ნაღდი ფული თან არ ჰქონდათ, ამიტომ მყვინთავები ადგილიდან არ დაძრულან, სანამ თანხა ონლაინ არ ჩაერიცხათ.

სინგჰის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ, მყვინთავები კი აცხადებენ, რომ თანხა ნავში საწვავის ჩასასხმელად სჭირდებოდათ.

  აშშ-ში ორსულობისას გარდაცვლილ ქალს შვილი საკეისრო კვეთით გაუჩნდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი