ინგლისური სტილის სამზარეულო გახადოთ ისეთივე ელეგანტური და მყუდროა, როგორც ტრადიციულ ვიქტორიანულ სახლებშია.
დაგეხმარებით მიაღწიოთ იმ ესთეტიკას, რომელიც ინგლისური სამზარეულოსთვის არის დამახასიათებელი
ხის ავეჯი
ინგლისური სტილი ხასიათდება ბუნებრივი მასალების, მათ შორის ხის გამოყენებით. კარადების ფასადები, როგორც წესი, შეღებილია ბუნებრივ ელფერებში — თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი — და გაფორმებულია სპილენძის ან თითბრის სახელურებით. სამზარეულოს დიზაინის შექმნისას ნუ ეცდებით, მთელი სივრცე ქვედა და ზედა კარადებით დატვირთოთ. გახადეთ ინტერიერი მრავალფეროვანი მინის კარებიანი ბუფეტის საშუალებით, რომელშიც ჭურჭელსა და სანელებლების ქილებს მოათავსებთ.

ტექსტილი
ინგლისური სტილის სამზარეულოს ასევე გამოირჩევა მყუდრო ატმოსფეროთი, რომელსაც ფარდები და სხვა ტექსტილი ქმნის. თუ ფართობი ამის საშუალებას გაძლევთ, მოაწყვეთ პატარა სასადილო ზონა სამზარეულოში — მოათავსეთ ხის მაგიდა და სკამები რბილი დასაჯდომებით, რომლებზეც დატანილი იქნება ყვავილების ნიმუშები.

განათება
ინგლისური სტილის კიდევ ერთი თვისება ცენტრში ჩამოკიდებული ჭაღია, რომელიც სამზარეულოს ყველა კუთხეს ანათებს. აუცილებელი არ არის, რომ ის დიდი ან მდიდრულად მორთული იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჭაღის დიზაინი საერთო ფერთა პალიტრასთან იყოს შერწყმული. ამასთან შეგიძლიათ პატარა სანათები კედლებზეც დაამონტაჟოთ.

საყოფაცხოვრებო ტექნიკა რეტრო სტილში
ინგლისური სტილი უბრუნდება ვიქტორიანული და გეორგიანული ეპოქის სახლებს ბუხრით და თუჯის ღუმელებით, ამიტომ ანტიკური სტილის გაზქურები, ღუმელები და ჩაიდნები საუკეთესო გზაა თქვენი სამზარეულოს გასალამაზებლად.

კერამიკული ფილები
როგორც წესი, ტრადიციულ ინგლისურ სახლებში, სამზარეულოს წინსაფარიმოპირკეთებულია უბრალო კერამიკული ფილებით მიწიერ ტონებში, როგორიცაა თეთრი, ყავისფერი, ლურჯი ან მწვანე. სამზარეულოს კედლების ნაწილი შეგიძლიათ გააფორმოთ ძველმოდური ყვავილების ორნამენტებიანი შპალერით, რომლის ფერსაც წინსაფარს ან ფასადს შეუხამებთ.

აქსესუარები
ინგლისური სტილის სამზარეულოს შესანიშნავად ავსებს სანელებლებისა და სხვა პროდუქტებისთვის განკუთვნილი მინის ქილები, სპილენძის ქვაბები და ჩაიდნები, თიხის ქოთნები და, რა თქმა უნდა, ღია თაროებზე ან მინის კარებიან კარადებში გამოფენილი ფაიფური.

QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ინგლისური სტილის სამზარეულო — 6 სასარგებლო რჩევა მის შესაქმნელად. 15 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ინგლისური-სტილის-სამზარე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

