დერმატო-ვენეროლოგი, ექიმი ზაზა თელია „ფორტუნა პლუსის“ ეთერში „სილამაზის აკადემია“ იმუნიტეტის გამაძლიერებლებზე საუბრობს
ზაზა თელია ამბობს, რომ თუ ექიმმა პაციენტს უთხრა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღებით იმუნიტეტი ამაღლდება, ის ექიმი იტყუება.
„იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს. მომავალში თუ ვინმე შექმნის, ნობელის პრემიას მიიღებს.
თუ ექიმმა პაციენტს უთხრა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღებით იმუნიტეტი ამაღლდება, ის ექიმი იტყუება და დაინტერესებულია.
პაციენტებს არაფრის გამო აქვთ დანიშნული 1000 ლარის კვლევები და 500 ლარის საკვები დანამატები და ვიტამინები, ანალიზებში რეფერენსული ზღვარი თუ არის 200-დან 300-მდე, ხოლო პასუხია 199 – ამის გამო უნიშნავენ ვიტამინს ზედოზირებით. საზოგადოებამ არ იცის, რომ არსებობს ჰიპერვიტამინოზის საფრთხეც.
გადაჭარბებული ვიტამინების მიღება იწვევს ორგანიზმის მოწამვლას. ვიტამინები საჭიროების მიხედვით უნდა მიიღოს პაციენტმა. მაგალითად D ვიტამინი უნდა მიიღოთ საჭიროების მიხედვით და არა პროფილაქტიკის მიზნით.
საკვები დანამატები განკუთვნილია მალნუტრიციაში მყოფი პირებისათვის. არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, მათ შორის სამწუხაროდ სიმსივნეები და ეს ადამიანები სიმსივნის თუ ქიმიის გამო ვერ იღებენ საკვებს, სწორედ ასეთ დროს შეიძლება დავახმაროთ დანამატები.“ – განაცხადა ზაზა თელიამ.
გადაცემა ვრცლად
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს, არაფრის გამო აქვთ დანიშნული 1000 ლარის კვლევები და 500 ლარის საკვები დანამატები და ვიტამინები“-ზაზა თელია. 16 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/იმუნიტეტის-გამაძლიერებ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

