ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი„იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს, არაფრის გამო აქვთ დანიშნული 1000 ლარის კვლევები...

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს, არაფრის გამო აქვთ დანიშნული 1000 ლარის კვლევები და 500 ლარის საკვები დანამატები და ვიტამინები“-ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგი, ექიმი ზაზა თელია  „ფორტუნა პლუსის“ ეთერში  „სილამაზის აკადემია“ იმუნიტეტის გამაძლიერებლებზე საუბრობს

ზაზა თელია ამბობს, რომ თუ ექიმმა პაციენტს უთხრა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღებით იმუნიტეტი ამაღლდება, ის ექიმი იტყუება.

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბუნებაში არ არსებობს. მომავალში თუ ვინმე შექმნის, ნობელის პრემიას მიიღებს.

თუ ექიმმა პაციენტს უთხრა, რომ კონკრეტული მედიკამენტის მიღებით იმუნიტეტი ამაღლდება, ის ექიმი იტყუება და დაინტერესებულია.

პაციენტებს არაფრის გამო აქვთ დანიშნული 1000 ლარის კვლევები და 500 ლარის საკვები დანამატები და ვიტამინები, ანალიზებში რეფერენსული ზღვარი თუ არის 200-დან 300-მდე, ხოლო პასუხია 199 – ამის გამო უნიშნავენ ვიტამინს ზედოზირებით. საზოგადოებამ არ იცის, რომ არსებობს  ჰიპერვიტამინოზის საფრთხეც.

გადაჭარბებული ვიტამინების მიღება იწვევს ორგანიზმის მოწამვლას. ვიტამინები საჭიროების მიხედვით უნდა მიიღოს პაციენტმა. მაგალითად D ვიტამინი უნდა მიიღოთ საჭიროების მიხედვით და არა პროფილაქტიკის მიზნით.

საკვები დანამატები განკუთვნილია მალნუტრიციაში მყოფი პირებისათვის. არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, მათ შორის სამწუხაროდ სიმსივნეები და ეს ადამიანები სიმსივნის თუ ქიმიის გამო ვერ იღებენ საკვებს, სწორედ ასეთ დროს შეიძლება დავახმაროთ დანამატები.“ – განაცხადა ზაზა თელიამ.

გადაცემა ვრცლად 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  როგორ ამოვიცნოთ შემოდგომის დეპრესია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი