ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „პატარა კაცი“ უწოდა

ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „პატარა კაცი“ უწოდა

„სტარლინკთან“ დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, კომპანა სფეის იქსის მფლობელი და შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი გამოეხმაურა. მან სიკორსკის პატარა კაცი უწოდა და აღნიშნა, რომ „სტარლინკის“ ჩამნაცვლებელი არ არსებობს.

„გაჩუმდი, პატარა კაცო. შენ ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს იხდი და „სტარლინკის“ ჩამნაცვლებელი არ არსებობს“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს სტარლინკს არ გაუთიშავს იმ შემთხვევაშიც, თუ უკრაინის პოლიტიკა მისთვის მიუღებელი იქნება.

„სრული სიცხადისთვის, იმის მიუხედავად, ვეთანხმები თუ არა უკრაინის პოლიტიკას, „სტარლინკი“ არასოდეს გაუთიშავს მას თავის ტერმინალებს. უბრალოდ ვაცხადებ, რომ „სტარლინკის“ გარეშე უკრაინის ფრონტის ხაზები ჩამოიშლებოდა, რადგანაც რუსებს სხვა კომუნიკაციების ჩახშობა შეუძლიათ. ჩვენ მსგავს არაფერს გავაკეთებთ და „სტარლინკს“ ვაჭრობის საგნად არასოდეს გამოვიყენებთ“, – განაცხადა მასკმა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  VIDEO: მგზავრმა, თვითმფრინავის ჩამოგდებამდე და მას შემდეგ, თავისი მეუღლისთვის ემოციური ვიდეო გადაიღო
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი