პარასკევი, თებერვალი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოილონ მასკი - ჩვენ ვცდილობთ დემოკრატიისა და ხალხის ნების აღდგენას

ილონ მასკი – ჩვენ ვცდილობთ დემოკრატიისა და ხალხის ნების აღდგენას

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა „ფოქს ნიუსთან“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მუშაობს ხალხის ნების აღდგენაზე“.

„ვფიქრობ, ჩემზე უნდა იფიქროთ, როგორც ტექნოლოგზე და მე ვცდილობ, შევქმნა ტექნოლოგიები, რომლებიც აუმჯობესებს მსოფლიოს. ამიტომაც ჩემს მაისურზე წერია „ტექნიკური მხარდაჭერა“, რადგან მე აქ ვარ პრეზიდენტისთვის ტექნოლოგიური მხარდაჭერის გასაწევად. რასაც ჩვენ რეალურად ვცდილობთ აქ, არის ხალხის ნების აღდგენა პრეზიდენტის დახმარებით. არსებობს უზარმაზარი ფედერალური ბიუროკრატია, რომელიც უპირისპირდება პრეზიდენტსა და კაბინეტს. პრეზიდენტის ნება თუ არ სრულდება, პრეზიდენტი კი წარმოადგენს ხალხს, ეს ნიშნავს, რომ ხალხის ნება არ სრულდება. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, ჩვენ ვცხოვრობთ ბიუროკრატიაში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვცდილობთ დემოკრატიისა და ხალხის ნების აღდგენას. ჩვენი საერთო მიზანია, ვცადოთ დეფიციტიდან ერთი ტრილიონი დოლარის ამოღება და თუ დეფიციტი არ იქნება კონტროლირებადი, ამერიკა გაკოტრდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რაც ხალხმა უნდა გაიგოს“, – განაცხადა მასკმა.

ამასთან, ტრამპმა და მასკმა ისაუბრეს მედიის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა და სისტემური ცვლილებების აუცილებლობის შესახებ.

ტრამპის თქმით, MSNBC, Associated Press-ი (AP), PBS-ი და CBS-ი აქვეყნებენ არასწორ ინფორმაციას.

„ისინი არღვევენ კონსტიტუციას. მათ არც კი იციან, რას ლაპარაკობენ. აბსურდია. ეს უბრალოდ თაღლითური საქმეა. ეს დიდი თაღლითური საქმეა. ისინი ძალიან ცუდები არიან ქვეყნისთვის. როდესაც მე ვუყურებ NBC-ს, რომელსაც ხშირად არ ვუყურებ, მაგრამ თქვენ გიწევთ, შიგადაშიგ უყუროთ მტერს, ამპარტავნებისა და ტყუილების დონეს, ისინი უბრალოდ საშინელი ხალხია“, – განაცხადა ტრამპმა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ღამურებში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანის დაინფიცირება შეუძლია

ღამურებში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანის დაინფიცირება შეუძლია

თებერვალი 21, 2025
როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს

როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს

თებერვალი 20, 2025
ხორცის შენახვის სახელმძღვანელო – როგორ დავიცვათ საკვების უსაფრთხოება?

ხორცის შენახვის სახელმძღვანელო – როგორ დავიცვათ საკვების უსაფრთხოება?

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
როგორი იქნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი

როგორი იქნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ჩაის კულტურა: ისტორია და მომზადების წესები

ქართული ჩაის კულტურა: ისტორია და მომზადების წესები

თებერვალი 21, 2025
თურქული სერიალების პოპულარიზაცია: წარმატების საიდუმლო და გლობალური გავლენა

თურქული სერიალების პოპულარიზაცია: წარმატების საიდუმლო და გლობალური გავლენა

თებერვალი 21, 2025
სეზონური მოგზაურობის იდეები – საუკეთესო მიმართულებები წელიწადის ყველა დროისთვის

სეზონური მოგზაურობის იდეები – საუკეთესო მიმართულებები წელიწადის ყველა დროისთვის

20 თებერვალი 2025
16 მაისს თბილისში Geo 11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

16 მაისს თბილისში Geo 11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თებერვალი 21, 2025
Meta მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელის აშენებას გეგმავს

Meta მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელის აშენებას გეგმავს

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი