ილონ მასკი სახელმწიფო სამსახურს ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც მას “ფუჭი ხარჯების” შემცირების შესაძლებლობა მისცა.
ტელეკომპანია CBS-მა ილონ მასკის ინტერვიუდან ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც მასკი იმედგაცრუებას გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტის გამო. მასკი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის და ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობას.