ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიილია ღუდუშაურს საქალაქო სასამართლომ 500 000 ლარიანი საპატიმრო გირაო დააკისრა

ილია ღუდუშაურს საქალაქო სასამართლომ 500 000 ლარიანი საპატიმრო გირაო დააკისრა

ილია ღუდუშაურს საქალაქო სასამართლომ 500 000 ლარიანი საპატიმრო გირაო დააკისრა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეს ჩამოერთმევა პასპორტი და აეკრძალება საზღვრის გადაკვეთა პროკურორის ნებართვის გარეშე.

პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ილია ღუდუშაურს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების 70 მანქანის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა. გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია, თუმცა, ბრალდებულმა ტენდერი უკანონოდ შეწყვიტა. ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით გამოცხადდა, ის მოარგეს ერთ კონკრეტულ პრეტენდენტს და ღუდუშაურის ნაცნობს. სამინისტრომ ამ კომპანიას, სულ ცოტა, 2 მილიონით მეტი გადაუხადა.

  თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი