ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსიგეგმებოდა თუ არა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

იგეგმებოდა თუ არა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

საქართველოში თურმე იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, – ამის შესახებ ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სასამართლოში დღევანდელ სხდომას დაესწრო.

მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

„კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება. ეკითხებიან ადამიანს, რადგანაც შენ ხარ მებრძოლი, უკრაინაში ხომ არ აპირებ ამ ტერორისტულ აქტებში და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებასო“, – განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, მისვე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს უკრაინაში მყოფი მაღალჩინოსნები და ქართველი მებრძოლების მათთან შემხებლობა. რამიშვილის განცხადებით, სხდომაზე დასახელდა „ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელი მამუკა მამულაშვილი.

„ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან. ძირთადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან. ასეთი საქმის არსებობის შემთხვევაში, არავის კომპეტენციაში არ ვიჭრები, დარწმუნებული ვარ, საქართველოში არანაირი ტერორისტული აქტი არ მოხდება. მტკიცებულებები რომ არსებობდეს და ამდაგვარი ქმედებით ადამიანის სიცოცხლის საფრთხე რომ არსებობდეს, მაგალითად, მე პირადად, უკვე დასრულებული მექნებოდა, ანუ არათუ მოწმედ დავკითხავდი, უკვე ყველას ბრალს წავუყენებდი.

შეუძლებელია ბრალის წარდგენა. ეს ნიშნავს, რომ მე დამაბრალოთ „გლობალური ომის პარტიის“ თავმჯდომარეობა. მე დარწმუნებული ვარ, სუს-ი აბსოლუტურად ყველანაირ ზომებს მიიღებს. მესმის, შეიძლება, იყოს ინფორმაცია, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ ძალოვანმა სტრუქტურებმა და მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, ეს ინფორმაცია რამდენად რეალურია ან რამდენად ყალბია. მივესალმები, რომ უნდა გამოიძიონ, მაგრამ ვინმეს ნიშნის მოსაგებად არ უნდა შექმნან ისეთი პირობა, თითქოს საქართველოში საშიშროება არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწოფოში არსებობს საშიშროება, მაგრამ იმიტომ არსებობენ პროფესიონალი ორგანოები, რომ ასეთი რაღაცები აღკვეთონ. არ უნდა იყოს ეს წინასაარჩევნოდ და არ უნდა იქმნებოდეს ფონი, თითქოს ჩვენ ვართ ტერორისტული ქვეყანა. ჩვენ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან ცრუ ინფორმაცია და მისი გამავრცელებელი უნდა შეწუხდეს ისე, რომ პასუხი აგოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

  თბილისი-გორის ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი დაიწვა

ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს, უწყებამ უკვე გამოჰკითხა რამდენიმე პირი.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.