ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„იაშვილის კლინიკაში, დამატებით 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად“ - ივანე ჩხაიძის გაფრთხილება

„იაშვილის კლინიკაში, დამატებით 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად“ – ივანე ჩხაიძის გაფრთხილება

მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს.

„მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში. ერთი დეპარტამენტი მთლიანად დავუმატეთ ჩვენს სტრუქტურულ შემადგენლობას, 25 საწოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად. გრიპი მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“,-აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაჰოლდინგ კვირაში“.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით წასული, მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა“ - დეტალები ბაკურიანში მომხდარ შემთხვევაზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი