ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება"თქვენი წაგებები ჩვენი წაგებებია, მაგრამ რატომღაც "ჩვენი წაგება" არ და ვერ გახდა...

“თქვენი წაგებები ჩვენი წაგებებია, მაგრამ რატომღაც “ჩვენი წაგება” არ და ვერ გახდა თქვენი… რა­ღაც მო­მენ­ტში აღარ იმიჯ­ნე­ბა ბი­ჭე­ბო არა­ფე­რი. და ქო­მა­გო­ბაც ორ­მხრი­ვია…“ – ზურაბ ფარჯიანი

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვის სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გით დას­რულ­და. “ჯვა­როს­ნე­ბი” ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო, მე­ექ­ვსე ტურ­ში სტუმ­რად ბულ­გა­რეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და ან­გა­რი­შით 2:1 და­მარ­ცხდნენ. ამ შე­დე­გით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი 3 ქუ­ლით, მე­სა­მე ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა და 2026 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­შის შან­სი და­კარ­გა.

შეხ­ვედ­რა მას­პინ­ძლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო. მე-10 წუთ­ზე ან­გა­რი­ში რუ­სევ­მა გახ­სნა, ხოლო 24-ე წუთ­ზე კრას­ტევ­მა მა­მარ­დაშ­ვი­ლის კარ­ში მე­ო­რე გოლი გა­ი­ტა­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რემ, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“ამ თა­მა­შე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე კარ­გად იგ­რძნო­ბა, რა ბევ­რს ნიშ­ნავს ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგო­მა.

ფეხ­ბურთში გა­მარ­ჯვე­ბა ყო­ველ­თვის ჩანს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი მხარ­და­ჭე­რა სწო­რედ მა­შინ არის, როცა შე­დე­გი იმე­დის გა­მარ­თლე­ბას ვერ ახერ­ხებს.

ჩვენ ერ­თად ვქმნით იმ ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მო­გე­ბე­ბით არ იწე­რე­ბა და სწო­რედ ასეთ მო­მენ­ტებ­ში ჩანს, ვინ დგას გუნ­დის გვერ­დით ბო­ლომ­დე.მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც დღე­საც, გუ­ში­ნაც და ხვა­ლაც ჩვენს უკან დგას და იდ­გე­ბა.

წინ კი­დევ დიდი გზაა და ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ ეს გზა გა­მარ­ჯვე­ბე­ბით გა­ვაგ­რძე­ლოთ.თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა­ზე დიდ ძა­ლას გვაძ­ლევს…“

გიორგი მა­მარ­დაშ­ვილს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი ზუ­რაბ ფარ­ჯი­ა­ნი  სო­ცი­ა­ლურ ქსელში პა­სუ­ხობს:

“ფეხ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლო ნაკ­რე­ბო, თქვე­ნი ერთი წევ­რის “ფე­ის­ბუქ” პოს­ტი შემ­ხვდა და აქ და ასე “გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი”, თქვენ ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად გრძნობთ გულ­შე­მატ­კივ­რის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას თუ კლე­ბას, რად­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად ფეხ­ბურ­თი გვიყ­ვარს და ყვე­ლა­ზე მე­ტად ფეხ­ბურ­თის სტა­დი­ო­ნის ტრი­ბუ­ნებს და­ე­ტყოთ ხალ­ხის გან­წყო­ბა.

მაგ­რამ თქვე­ნი წა­გე­ბე­ბი სპორ­ტულ მო­ე­დან­ზე არა­ფერ შუ­ა­შია ბი­ჭე­ბო ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბას­თან.

და კარ­გად რომ ჩა­ი­ხე­დოთ გულ­ში, მიხ­ვდე­ბით რა­ცაა შუ­ა­ში.

თქვე­ნი წა­გე­ბე­ბი ჩვე­ნი წა­გე­ბე­ბია, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც “ჩვე­ნი წა­გე­ბა” არ და ვერ გახ­და თქვე­ნი.

თო­რემ ჩვენ წა­გე­ბის მე­რეც ჩა­მო­ვი­დო­დით თქვენ­თან გა­სახ­დელ­ში.

ფეხ­ბურ­თის და პო­ლი­ტი­კის გა­მი­ჯვნა­ზეც ნუ­რა­ფერს გვე­ტყვით – ნაკ­რე­ბის მოქ­მე­დი წევ­რე­ბი იყა­ვით “ოც­ნე­ბის” კლიპ­ში.

და თან რას ვი­ზამთ, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში აღარ იმიჯ­ნე­ბა ბი­ჭე­ბო არა­ფე­რი. და ქო­მა­გო­ბაც ორ­მხრი­ვია.

  დააკავეს მოქალაქე, რომელიც თბილისში ორი ადამიანის მკვლელობისთვის 20 წელი იძებნებოდა

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე – ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რია და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად. კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ.სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თუ ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი არაა “ეროვ­ნუ­ლი”, მა­შინ ის უბ­რა­ლოდ “სა­ფეხ­ბურ­თო” ნაკ­რე­ბია.

წარ­მა­ტე­ბე­ბი თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

რო­დე­საც ქვე­ყა­ნას და­ვიბ­რუ­ნებთ, მერე და­ვუბ­რუნ­დე­ბით ტრი­ბუ­ნებს”…

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი