თურქული რევანი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

არსებობს ფრაზები, რომლებიც ასოცირდება რაღაც გემრიელთან. იტალიური პასტა, ფრანგული კრუასანი, თურქული ტკბილეული. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბაქლავა, რახათ-ლუხუმი, დონერ-ქებაბი, თირქული რევანი, ბორექი.

თურქული რევანი გვახსენებს მანის. ის გაჟღენთილია სიროფით, რომელიც არავის ტოვებს გულგრილს.

რევანი

ინგრედიენტები

კვერცხი 6 ცალი.

შაქარი 390 გ

- Advertisement -
Ad imageAd image

მანი 140 გ

ხორბლის ფქვილი 70 გრ

წყალი 220 მლ

გლუკოზა 30 გ

მზესუმზირის ზეთი 1 ს/კ.

- Advertisement -
Ad imageAd image

შაქრის პუდრა 1 ს/კ.

მომზადება

კვერცხის გულები გავაცალკევოთ ცილებისგან. გულები ავთქვიფოთ 100 გრ. შაქართან ერთად გათეთრებამდე.

как взбить желтки

დაამატეთ მანანის ბურღული და გაცრილი ფქვილი და აურიეთ.

ათქვიფეთ კვერცხის ცილა 40 გრ შაქართან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

как взбить белки

ეს ორივე მასა შეურიეთ ერთმანეთს.

как приготовить тесто для пирога

ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაზე დაასხით ეს ორიგინალური ცომი.

გამოაცხეთ 170 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.

სანამ ნამცხვარი ცხვება, მოამზადეთ სიროფი დასანამად. აადუღეთ წყალი, დაამატეთ 250 გრ. შაქარი და გლუკოზა. ურიეთ შაქრის გახსნამდე.

ღუმელიდან გამოიღეთ ნამცხვარი და მოასხით ცხელი სიროფი.

как запечь пирог

გააციეთ და ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

как запечь пирог

რეცეპტი მარტივია და სწრაფად დაიპყრობს ყველა დიასახლისის გულს. გასინჯვისას მეგობრები რეცეპტის ჩაწერას მოგთხოვენ. იმდენად რბილია და გაჟღენთილი, ჩაის გარეშეც შეგიძლიათ მიირთვათ.

კითხვის გაგრძელება #shenisupra 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თურქული რევანი. 4 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თურქული-რევანი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi