სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთურქეთში გლოვის დღეა - ბოლო მონაცემებით, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანის სიცოცხლე...

თურქეთში გლოვის დღეა – ბოლო მონაცემებით, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში დღეს გლოვის დღეა.

თურქეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო და ყველას დაზარალებულთა სოლიდარობისკენ მოუწოდა.

სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი – მათმა დიდმა ნაწილმა დაზიანებები ფანჯრიდან გადახტომის დროს მიიღო.

ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 240-მდე ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

  „ჰამასთან“ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი